როგორი იქნება მომავალი წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ვისთვის არის იქნება ის ყველაზე წარმატებული და ვისთვის - ყველაზე რთული.
ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი "პალიტრანიუსის" ეთერში სწორედ ამ თემაზე საუბრობს.
ვერძი
2024 წელი ვერძისთვის ფინანსურად კარგი იქნება. წლის პირველ ნახევარში შეიძლება საკმაოდ საინტერესო დივიდენტები მიიღოს პრემიების, ბონუსების სახით, ან ადრეული საქმიანობიდან ახლა მიიღოს შემოსავალი. ბიზნესი განავითაროს. წლის მეორე ნახევრიდან კი რაც შეიძლება მეტი დრო უნდა უნდა დაუთმოს კონტაქტებს, შეხვედრებს მოლაპარაკებებს. აქედან დაიწყება ახალი შემოტავაზებები, ახალი პარტნიორული ურთიერთობები. მეორე ნახევრიდან ვერძი საგრძნობლად აუმჯობესებს ურთიერთობებს მეგობრებთან, დებთან, ძმებთან და მათგან დიდ თანადგომასაც იღებს. ეს დამატებითი წარმატების მიზეზი გახდება.
კურო
ის წლის მთავარი ფავორიტია.წარმატების არნახული შანსები აქვს, თუ არ იზარმაცებს. კურო ხომ ყველაზე ზარმაცი ნიშნების სამეულში შედის. წელს ამის უფლება არა აქვს. რაც შეიძლება მეტად უნდა იაქტიუროს, გამოავლონოს ნიჭი და შესაძლებლობები. ყველა სფეროში შეუძლია აიმაღლოს ავტორიტეტი და იყოს წარმატებული. წლის პირველ ნახევარში სწორად გავლილი გზა მეორე ნახევარში სერიოზულ ფინანსურ დივიდენტებს მოგიტანთ.