15 წლის გოგონამ შვილი გააჩინა - "სჯობს, არ გახმაურდეს დეტალები... ისედაც ტრაგედიაა, ბავშვმა რომ ბავშვი გააჩინა" - მშობლები

15 წლის გოგონამ შვილი გააჩინა - "სჯობს, არ გახმაურდეს დეტალები... ისედაც ტრაგედიაა, ბავშვმა რომ ბავშვი გააჩინა"

2023-12-27 18:23:03+04:00

შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში 15 წლის გოგონამ შვილი გააჩინა. როგორც ცნობილი ხდება, გოგონა ერთ-ერთ თავშესაფარში 27 კვირის ორსული მიიყვანეს. არასრულწლოვანი წარმოშობით კახეთიდან არის. როგორც ირკვევა, დედა და შვილი მშობიარობის მერე თბილისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სს-ს140-ე მუხლით დაიწყო, რაც 14 წელს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობენ უწყებაში.

ჩვენ დავუკავშირდით იმ თავშესაფარს, სადაც ორსული გოგონა ბოლო დროს ცხოვრობდა, თუმცა იქ არ ლაპარაკობენ დეტალებზე თავად არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე. განაგრძეთ კითხვა