შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში 15 წლის გოგონამ შვილი გააჩინა. როგორც ცნობილი ხდება, გოგონა ერთ-ერთ თავშესაფარში 27 კვირის ორსული მიიყვანეს. არასრულწლოვანი წარმოშობით კახეთიდან არის. როგორც ირკვევა, დედა და შვილი მშობიარობის მერე თბილისში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება სს-ს140-ე მუხლით დაიწყო, რაც 14 წელს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობენ უწყებაში.
ჩვენ დავუკავშირდით იმ თავშესაფარს, სადაც ორსული გოგონა ბოლო დროს ცხოვრობდა, თუმცა იქ არ ლაპარაკობენ დეტალებზე თავად არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე. განაგრძეთ კითხვა