ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მშობლებმა უნდა გააკეთონ მნიშვნელოვანი არჩევანი: გაახარონ ბავშვი საჩუქრის არჩევით. საახალწლო არდადეგები ჯადოქრობის, სიხარულის და სასწაულის მოლოდინის დროა, განსაკუთრებით პატარებისთვის. ისინი მოუთმენლად ელიან სანტას, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს, ნაძვის ხესთან საოცნებო საჩუქარს დატოვებს. თუმცა, საჩუქრის არჩევა, რომელიც ნამდვილად გაახარებს ბავშვებს, მშობლისთვის შეიძლება ნამდვილი გამოწვევა იყოს.
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ საჩუქრების რამდენიმე იდეას, რომელსაც ნამდვილად შეუძლია მოჰგვაროს ღიმილი სახეზე ყველა პატარას და მოუტანოს სიხარული არა მხოლოდ არდადეგების დროს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.
თოჯინა - პატარა გოგონების განუყრელი სათამაშოა. ის უყვარს ყველას! წარმოიდგინეთ, ქართულ ენაზე მოლაპარაკე თოჯინა, რომელიც გისმენს და გესაუბრება. პატარა ქართველ გოგონა თოჯინას ანო ჰქვია, ის ყველაზე რეალურ თოჯინად ითვლება.
8+ ასაკის მოზარდებისთვის ტოპ-საჩუქრების სიაში საპატიო ადგილს იკავებს მონოპოლია. მსოფლიოში ცნობილი სამაგიდო თამაში 1930 წელს შეიქმნა. ის საკულტო თამაშია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, რომელიც მოზარდებს ასწავლის უძრავი ქონებისა და ფულის მენეჯმენტს. „მონოპოლია“ ქართულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი. ეს სამაგიდო თამაში რამდენიმე ტიპის არსებობს, მოთამაშეების ასაკისა და სირთულის მიხედვით.
Nerf Dinosaur ArmorStrike Blaster – დინოზავრის იარაღი ბევრი ბავშვის საოცნებო სათამაშოა. მას მოყვება ქაფის 16 ტყვია და ამერიკული წარმოშობის საერთაშორისო ლიდერ კომპანიას Hasbro ეკუთვნის. ბრენდისთვის ბავშვების უსაფრთხოება პირველ ადგილზეა, ამიტომ, მისი პროდუქცია უმაღლესი ხარისხის და სრულიად უსაფრთხოა პატარებისთვის.
ალბათ არ არსებობს ბავშვი, ვინც ჟირაფი ჟოზეს სიმღერები არ იცის და ეს გმირი არ უყვარს. მშობლებმა იციან, რომ ჟირაფი ჟოზეს რბილი სათამაშოებიც არსებობს. ეს უსაფრთხო პროდუქტია თქვენი პატარას გასართობად, რომელიც იდეალური საჩუქარი იქნება საახალწლოდ. ჟოზეს მუსიკალური სათამაშო მღერის 5 სიმღერას.
ბილიარდი მოზარდებს ძალიან უყვართ. კარგი არჩევანი იქნება მინი ბილიარდის მაგიდა, რომელსაც მოჰყვება ხარისხიანი ბილიარდის ბურთები და კიი, რაც ბავშვს თავს ბილიარდის ნამდვილ მოთამაშედ აგრძნობინებს.
Barbie მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშოა, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალობას. წელს, ფილმის „ბარბი“ გამოსვლის შემდეგ, მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. გოგონებისთვის იდეალური საჩუქარი იქნება კარიერისტი ბარბი, რომლის არჩევაც შეგიძლიათ დიზაინის მიხედვით.
მანქანებით თამაში ბიჭების ყველაზე საყვარელი საქმიანობაა. ამიტომაც, მანქანა და ტრასა უნივერსალური საჩუქარია, რომელიც აუცილებლად გაახარებს თქვენი პატარას გულს.