საბავშვო ბაღების აკადემიური კალენდარი - როდის დასრულდება საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი და რომელ დღეებში დაისვენებენ ბავშვები - მშობლები

საბავშვო ბაღების აკადემიური კალენდარი - როდის დასრულდება საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი და რომელ დღეებში დაისვენებენ ბავშვები

2023-12-28 12:01:11+04:00

საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება. როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დავაზუსტეთ, საბავშვო ბაღები ოფიციალურად უქმე დღეებში ისვენებს და გაზაფხულის არდადეგები არ ვრცელდება

სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი ოფიციალური უქმე დღეები დარჩა:

  • 7 იანვარი - შობა·
  • 19 იანვარი - ნათლისღება
  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი ივნისის ბოლო სამუშაო დღეს დასრულდება. ივლისიდან კი, როგორც წესი, საზაფხულო ბაღები ფუნქციონირებს.

თამარ იაკობაშვილი