საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება. როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დავაზუსტეთ, საბავშვო ბაღები ოფიციალურად უქმე დღეებში ისვენებს და გაზაფხულის არდადეგები არ ვრცელდება
სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი ოფიციალური უქმე დღეები დარჩა:
- 7 იანვარი - შობა·
- 19 იანვარი - ნათლისღება
- 3 მარტი - დედის დღე
- 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
- 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
- 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
- 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
- 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი ივნისის ბოლო სამუშაო დღეს დასრულდება. ივლისიდან კი, როგორც წესი, საზაფხულო ბაღები ფუნქციონირებს.
თამარ იაკობაშვილი