როგორ მოვიქცეთ, თუ განქორწინების შემდეგ მეუღლეს ქონების გაყოფა არ სურს - მშობლები

როგორ მოვიქცეთ, თუ განქორწინების შემდეგ მეუღლეს ქონების გაყოფა არ სურს

2023-12-30 09:31:50+04:00

იურისტი, საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი გვანცა გურგენიძე ჩვენი მკითხველის კითხვებს უპასუხებს:

- ამბობენ, თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებზე ახალი კანონი გამოვიდაო. მაინტერესებს რამდენად შემეხება ეს კანონი მე? წლებია თბილისში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მაქვს თვითნებურად აღებული მიწა და იქ ავაშენეთ სახლი, გავაშენე ხეხილიც და წლებია იქ ვცხოვრობ. რამდენად შევძლებ ახალი კანონით ამ ქონების დაკანონებას?

- როგორც მოგეხსენებათ, კანონი იძლევა მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესაძლებლობას. დასახელებულის ფარგლებში მნიშვნელოვანია კონკრეტულად რომელი წლიდან ფლობდით მიწის ნაკვეთს და სად მდებარეობს იგი. რომ გაიგოთ, შეეხება თუ არა რეგისტრაცია კონკრეტულად თქვენი ნაკვეთის არეალს და ხართ თუ არა რეფორმის მონაწილე, უნდა ეწვიოთ პლატფორმას MAPS.GOV.GE და გადაამოწმოთ თქვენი მონაცემები.

- ბინა შევიძინე შარშან, მაგრამ მიწევს მისი გაყიდვა ვალების გამო. როგორც მითხრეს, თუ გავყიდი ბინას, დამეკისრება საშემოსავლო გადასახადი. როგორ შეიძლება ეს თავიდან ავიცილო? როდის შევძლებ ბინის გაყიდვას?

- მოცემულ შემთხვევაში საუბარია საშემოსავლო გადასახადის გადახდის თაობაზე. კანონის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლები 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი. შესაბამისად, თუ ბინის შეძენიდან გასული არ არის 2-წლიანი ვადა, მისი რეალიზაციით მიღებული ნამატი დაიბეგრება და აღნიშნულიდან გამონაკლისი არ არსებობს. თუმცა თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ საშემოსავლო გადასახადი ეხება მიღებულ შემოსავალს და ფასნამატს. ბინის იმავე ან ნაკლები ღირებულებით გაყიდვისას საშემოსავლო გადასახადი პირს არ დაეკისრება. დეტალური კონსულტაციისათვის გთხოვთ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს.

- გამარჯობა, წლებია ქმარს გაშორებული ვარ. შვილები მე გავზარდე და არასოდეს დამხმარებია ჩემი ყოფილი ქმარი. არც ალიმენტი გადაუხდია არასოდეს, რადგან ოფიციალურ სამსახურში არ იყო, საქმე სააღსრულებოშია, მაგრამ ვერც ამ გზით მოხდა რაიმეს ამოღება. ახლა ბავშვები სტუდენტები არიან და ძალიან მიჭირს სწავლის გადასახადის გადახდა, იმის მიუხედავად, რომ ბავშვებიც მეხმარებიან და სწავლის პარალელურად მუშაობენ. როგორ შემიძლია ალიმენტი მისგან ამოვიღო, ან სწავლის გადასახადის გადახდა მას დავაკისრო?

- როგორც მოგეხსენებათ, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მართალია, კითხვაში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ვინაიდან შვილები, სავარაუდოდ, არიან სრულწლოვანი პირები, დასახელებული პირების მიმართ მშობელს სამართლებრივი ვალდებულება არ წარმოეშობა. რაც შეეხება უკვე დაკისრებული ალიმენტის აღსრულების საკითხს, იმ შემთხვევაში, როდესაც პირს არა აქვს მასზე რეგისტრირებული ქონება და ამასთან არ უფიქსირდება ოფიციალური შემოსავალი, სამწუხაროდ, სააღსრულებო ბიუროს უჭირს აღსრულება. კონკრეტულად მოცემულ საკითხზე მიმართეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გამოითხოვეთ ინფორმაცია, რა ეტაპზეა თქვენ მიმართ არსებული ვალდებულების აღსრულება და რატომ ვერ ხორციელდება აღნიშნული. განაგრძეთ კითხვა

ვისზე გადადის ქონება მემკვიდრეობით, რა შემთხვევაში დაგეკისრებათ გარდაცვლილის ვალის გადახდის ვალდებულება და აქვს, თუ არა უკანონო შვილს წილის მოთხოვნის უფლება - იურისტი განმარტავს
აქვს თუ არა მშობელს უფლება, მთელი ქონება მხოლოდ ერთ შვილს გადაუფორმოს და რა შეიძლება მოსთხოვოთ კანონის ძალით მამას, რომელიც ბავშვებს ყურადღებას არ აქცევს - იურისტი პასუხები