იურისტი, საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი გვანცა გურგენიძე ჩვენი მკითხველის კითხვებს უპასუხებს:
- როგორც მოგეხსენებათ, კანონი იძლევა მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესაძლებლობას. დასახელებულის ფარგლებში მნიშვნელოვანია კონკრეტულად რომელი წლიდან ფლობდით მიწის ნაკვეთს და სად მდებარეობს იგი. რომ გაიგოთ, შეეხება თუ არა რეგისტრაცია კონკრეტულად თქვენი ნაკვეთის არეალს და ხართ თუ არა რეფორმის მონაწილე, უნდა ეწვიოთ პლატფორმას MAPS.GOV.GE და გადაამოწმოთ თქვენი მონაცემები.
- მოცემულ შემთხვევაში საუბარია საშემოსავლო გადასახადის გადახდის თაობაზე. კანონის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლები 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი. შესაბამისად, თუ ბინის შეძენიდან გასული არ არის 2-წლიანი ვადა, მისი რეალიზაციით მიღებული ნამატი დაიბეგრება და აღნიშნულიდან გამონაკლისი არ არსებობს. თუმცა თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ საშემოსავლო გადასახადი ეხება მიღებულ შემოსავალს და ფასნამატს. ბინის იმავე ან ნაკლები ღირებულებით გაყიდვისას საშემოსავლო გადასახადი პირს არ დაეკისრება. დეტალური კონსულტაციისათვის გთხოვთ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს.
- როგორც მოგეხსენებათ, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მართალია, კითხვაში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ვინაიდან შვილები, სავარაუდოდ, არიან სრულწლოვანი პირები, დასახელებული პირების მიმართ მშობელს სამართლებრივი ვალდებულება არ წარმოეშობა. რაც შეეხება უკვე დაკისრებული ალიმენტის აღსრულების საკითხს, იმ შემთხვევაში, როდესაც პირს არა აქვს მასზე რეგისტრირებული ქონება და ამასთან არ უფიქსირდება ოფიციალური შემოსავალი, სამწუხაროდ, სააღსრულებო ბიუროს უჭირს აღსრულება. კონკრეტულად მოცემულ საკითხზე მიმართეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გამოითხოვეთ ინფორმაცია, რა ეტაპზეა თქვენ მიმართ არსებული ვალდებულების აღსრულება და რატომ ვერ ხორციელდება აღნიშნული. განაგრძეთ კითხვა