საახალწლოდ ადამიანების უმრავლესობას სახლში უყვარს ყოფნა, თუმცა მომღერლებს, ტელეწამყვანებს, მსახიობებს, მოცეკვავეებს ამ დროს ხშირად უწევთ საკონცერტო შოუებში გამოსვლა. რუსკა მაყაშვილს საახალწლო ღონისძიება მიჰყავდა, თუმცა ოჯახის წევრებთან ძვირფასი დროის გატარება საახალწლოდ მაინც მოასწრო.
ასევე "ცეკვავენ ვარსკვლავების" წასაყვანად და ახალი წლის ერთად შესახვედრად თბილისში ჩამოვიდნენ გოჩა ჩერტკოევის ოჯახის წევრები.
შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად დუბაიში შეხვდა ახალ წელს.
ლელა მებურიშვილი ბოლო წლებში, მეუღლის საქმიანობის გამო ლონდონში ცხოვრობს და იქვე შეხვდა 2024-ს, ნანუკა ჟორჟოლიანმა კი სახლიდან გაავრცელა საახალწლო ვიდეო.
ბერა ივანიშვილი ცოლ-შვილთან ერთად ბრაზილიაში შეეგება ახალ წელს.