ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი სოფიკო შევარდნაძე, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრია და გადაღებების პერიოდში ხშირად უწევს თბილისში ყოფნა, ახალ წელსაც თბილისში შეხვდა, ოჯახის წევრებთან ერთად. თბილისში გადაღებულ ოჯახურ ფოტოებს ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. ფოტოებზე ის დედასთან და ძმასთან - ლაშასთან ერთად არის და ასევე ედუარდ შევარდნაძის შვილთაშვილებთან.
ლაშა შევარდნაძესთან არიან მისი ვაჟები, რომლებიც პიანისტ თათია შარანგიასთან ქორწინებისას შეეძინა. განქორწინების შემდეგ მას შვილებთან აქტიური კონტაქტი აქვს და სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს ხოლმე ფოტოებს მათთან ერთად.