როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ბავშვმა მეტი ბოსტნეული შეჭამოს - მეცნიერები გამოცდილ მეთოდს გვთავაზობენ - მშობლები

როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ბავშვმა მეტი ბოსტნეული შეჭამოს - მეცნიერები გამოცდილ მეთოდს გვთავაზობენ

2024-01-02 10:05:50+04:00

ბევრი ბავშვი უარს ამბობს ბოსტნეულის ჭამაზე, მშობლები კი ნერვიულობენ, რომ მათი შვილები არ იღებენ ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს. თუმცა, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარები, რომელთა სტატიაც გამოქვეყნდა ჟურნალში Appetite-ში, ამტკიცებენ, რომ ეს პრობლემა გადაჭრეს.

მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 3-დან 5 წლამდე ასაკის 67 ბავშვი მონაწილეობდა. ერთი თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ბავშვებს ლანჩზე სიმინდს და ბროკოლს სთავაზობდნენ, რომელსაც სხვადასხვანაირ ულუფებებად იყო დანაწილებული.

  • ჩვეულებრივი ზომის პორცია (60 გრამი),
  • ჩვეულებრივი პორცია ზეთით და მარილით შეზავებული,
  • ორმაგი პორცია (120 გრამი),
  • ორმაგი პორცია ზეთით და მარილით შეზავებული.

შედეგად, გაირკვა, რომ ბავშვები 68%-ით (21 გრამი) მეტ ბოსტნეულს იღებდნენ დიდი პორციებისგან. ამავდროულად, ზეთისა და მარილის დამატებას არ უმოქმედია შეჭმული ბოსტნეულის მოცულობაზე.

ანუ ჯობს ბავშვს ბევრი ბოსტნეული დაუდოთ, თუნდაც არ გქონდეთ იმის იმედი , რომ ბოლომდე შეჭამს.

თუმცა, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მეთოდმა შეიძლება არ იმუშაოს, თუ ბოსტნეული რაღაც ბევრად უფრო გემრიელი კერძის გარნირი იქნება. თუ ბავშვს ძირიტადი კერძი უფრო ეყვარებათ, მაგალითად, ქათმის ნაგეთსები, ვიდრე მასთან გარნირად წარმოდგენილი ბოსტნეული.