სულ ცოტა ხნის წინ, პროექტ "მიმღერეში" ეკა კახიანთან და ნინი ბადურაშვილთან ერთად ნინის ქალიშვილმა - ელენე კუტალაძემ შეასრულა ცნობილი სიმღერა "თენდება".
ოფიციალურ ვერსიას კი სულ მალე მოჰყვა საოჯახო სახალისო ვიდეოები, რომლებიც ეკა კახიანმა და ნინი ბადურაშვილმა გაავრცელეს - თუ როგორ მღერიან ამ სიმღერას ეკას შვილიშვილი ვაჟები და ერთ-ერთ ვიდეოში, დიდმა ბაბუამაც გაუწია პარტნიორობა შვილიშვილს.