ვალერი მელაძემ ყველა კონცერტი გააუქმა და მოსკოვში გაემგზავრა - მამამისი რეანიმაციაშია - მშობლები

ვალერი მელაძემ ყველა კონცერტი გააუქმა და მოსკოვში გაემგზავრა - მამამისი რეანიმაციაშია

2024-01-05 10:27:55+04:00

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოთა მელაძე უგონო მდგომარეობაშია მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. ვალერი მელაძემ ყველა დაგეგმილი კონცერტი და ღონისძიება გააუქმა და მასთან ჩავიდა. მამამისს კოვიდის შემდგომ დაეწყო სირთულეები და ახლა რეანიმაციაშია. შოთა მელაძე 90 წლისაა.

ჯერჯერობით უცნობია, მასთან ერთად არის თუ არა ძმა კონსტანტინე მელაძე.

ცნობილია, რომ ბოლო დროს მელაძე რუსეთში აღარ ატარებს კონცერტებს. მას მერე, რაც უკრაინის არმიის მხარდასაჭერად იმღერა, რუსეთში დაბლოკეს და მხოლოდ საზღვრებს გარეთ მღერის. რუსულ პრესაში წერენ, რომ ამან მის ფინანსურ მდგომარეობაზე მკვეთრად იმოქმედა.

346970090072077-1704436622.jpeg
მელაძეები

5dc9e40057dcfcc2e39a78b211363468-1704436622.jpg