მსოფლიოში გამეფებული სილამაზის კულტი მეტნაკლებად ყველა გოგონას ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ყველაზე მეტად კი თინეიჯერი გოგონების ფსიქიკა ზარალდება. გოგონები ხშირად უკმაყოფილონი არიან საკუთარი გარეგნობით. როგორ დავეხმაროთ მათ, შეიყვარონ საკუთარი თავი და გარეგნობაზე აღარ ინერვიულონ?
მოზარდობა სტრესული პერიოდია. როგორც ცნობილია, ის დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმში რთულ ჰორმონალურ ცვლილებებთან. მოზარდს ხშირად უჭირს თავის ფიქრებთან და გრძნობებთან გამკლავება - გაღიზიანება, უსარგებლობის განცდა, საკუთარი გარეგნობის უარყოფა მისთვის ძალიან ნაცნობი პრობლემაა.
უნაკლო ლამაზმანები, „იდეალურობა“, „სრულყოფილება“ ყველა რეკლამაში მოსჩანს. ძნელია, არ დარჩე კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, როდესაც სოციალური ქსელებიდან გოგონებიერთიმეორზე უკეთესი გარეგნობით იწონებენ თავს. როგორ არ იდარდებთ, როცა ბიჭი, რომელიც ნამდვილად მოგწონთ, სკოლაში ულამაზეს გოგონაზეა შეყვარებული, რომელსაც გრძელი ფეხები, წვრილი წელი და უკეთესი კანი აქვს?
ზოგადად, თინეიჯერები მიდრეკილნი არიან ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, იპოვონ თავიანთი ნაკლოვანებები, გაზვიადონ მათი მნიშვნელობა და უკომპრომისო დასკვნები გამოიტანონ.
რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ სტატისტიკის მიხედვით, 12-დან 18 წლამდე გოგონების მესამედი კატეგორიულად უკმაყოფილოა თავისი გარეგნობით. ზოგისთვის ეს მხოლოდ გარდამავალი პერიოდის დროებითი სიძნელეა, რომელიც გაივლის, ზოგისთვის კი გულწრფელი ტანჯვაა, ზოგჯერ კი ფსიქიკური აშლილობის - დისმორფიის (საკუთარი გარეგნობის პათოლოგიური უარყოფა) მიზეზი.
მოზარდები თავშეკავებული ადამიანები არიან და ყოველთვის არ საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე. ამიტომ, მშობლები აუცილებლად უნდა დააკვირდნენ შემდეგ ფაქტორებს.
თუ თქვენს თინეიჯერ ქალიშვილს ჩამოთვლილთაგან რამდენიმე გამოვლინება ახასიათებს , საუკეთესო რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მისთვის, სპეციალისტთან კონსულტაციაა. დასაწყისისთვის მიმართეთ ფსიქოლოგს და თუ თუ საჭირო გახდა, ფსიქოთერაპევტს.
საბედნიეროდ, თინეიჯერული კომპლექსების უმეტესობის დაძლევა სპეციალისტების დახმარების გარეშეც შესაძლებელია. თუმცა მიზანშეწონილი იქნებოდა პრობლემის თავიდან აცილება, ანუ კრიტიკული ასაკის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ზომების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ გოგონა მომწიფების დასაწყისს და მასთან დაკავშირებულ გარეგნულ ცვლილებებს თავდაჯერებულად შეხვდეს, რათა ეჭვი არ შეეპაროს, რომ მშობლები და ახლობლები ისეთს მიიღებენ, როგორიც არის.
კარგია, თუ გოგონა სპორტი დაკავდება - მას არანაირი კომპლექსი არ ექნება.
ხშირად, დედები და მამები თავად მოუწოდებენ თავიანთ ქალიშვილებს, მეტი ყურადღება მიაქციონ გარეგნობას. თუ მშობლები, თუნდაც საუკეთესო განზრახვებით, ადრეული ასაკიდანვე ეუბნებიან ქალიშვილს, რომ მას სახის არაპროპორციული ნაკვთები აქვს, არასაკმარისად სქელი თმა, ან, პირიქით, ეუბნებიან, რომ ის ნამდვილი მზეთუნახავია, ეს ყველაფერი გოგონას მოზარდობის დაწყებისთანავე უბიძგებს, უფრო დაკვირვებით ჩაიხედოს სარკეში, მოძებნოს მშობლების სიტყვების დადასტურება სხვების რეაქციებშიც - ერთი სიტყვით, ეს მას სხვა ადამიანების აზრზე დამოკიდებულს და კომპლექსებისკენ მიდრეკილს ხდის.
რა თქმა უნდა, გოგონებს უნდა ვასწავლოთ გარეგნობაზე ზრუნვა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დელიკატურ საკითხში ზედმეტი არ მოგვივიდეს არც ქება და არც კრიტიკა.
მაშინაც კი, თუ თქვენი გოგონა უკვე "ჩაციკლულია" გარეგნობის მოგონილ თუ რეალურ ნაკლოვანებებზე, ეს არ არის დანებების მიზეზი! ვერ დაუშვებთ, რომ კომპლექსმა მის გონებაში ფესვები გაიდგას, რადგან პირად ცხოვრებაში ბედნიერი და სრულფასოვანი რომ იყოს, საკუთარი თავი უნდა შეიყვაროს და თავისი ფასი იცოდეს.
Რა შეგიძლიათ?
1. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ქალიშვილთან ერთად.
სპორტით დაკავება - ფიზიკური აქტივობა არა მხოლოდ ზრდის სხეულის ტონუსს და დადებითად მოქმედებს განწყობაზე, არამედ საშუალებას გაძლევთ უკეთ იგრძნოთ თქვენი სხეული, ისწავლოთ მისი შესაძლებლობები და, შესაბამისად, შექმნათ მისი სიყვარულის წინაპირობები. გარდა ამისა, ერთობლივი აქტივობები დაგეხმარებათ კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ერთმანეთს, თუ, რა თქმა უნდა, ორივეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.
გადაერთეთ ჯანსაღ კვებაზე. მოერიდეთ ფუნთუშებს, მაღალკალორიულ დამუშავებულ საკვებს, შემწვარ საკვებს, შებოლილ საკვებს და სხვა მავნე საკვებს, რომელიც ამძაფრებს კანის პრობლემებს.
2. იყავით მაგალითი ქალიშვილისთვის.
გულწრფელად უთხარით გოგონას თქვენი საკუთარი თინეიჯერული კომპლექსების, ცალმხრივი სიყვარულების და სხვა გამოცდილების თუ მარცხის შესახებ, რათა მან გაიგოს: ეს არ არის სამყაროს დასასრული.
გაამახვილეთ ყურადღება მის დადებით თვისებებზე და მკაცრად ურჩიეთ, არ გააუფასუროს საკუთარი თავი და სიკეთე, რაც მასშია. გააგებინეთ, რომ საკუთარი თავის სხვებთან შედარება ჩიხია; ამის ნაცვლად, უნდა შეეცადოთ აპოვნინოთ შინაგანი თავისუფლება და თავდაჯერება.
4. დაეხმარეთ ქალიშვილს საკუთარი სტილის პოვნაში.
გაჰყევით საყიდლებზე, დაეხმარეთ ტანსაცმლის არჩევაში, რომელიც ფიგურის ძლიერ მხარეებს უსვამს ხაზს და ნაკლოვანებებს მალავს, თუმცა თავს არ მოახვიოთ თქვენი აზრი. თქვენც დააკვირდით ახალგაზრდული მოდის ტენდენციებს და პატივი ეცით თქვენი ქალიშვილის გემოვნებას. დაეხმარეთ მას სტილისტის პოვნაში, რომელთანაც ურთიერთგაგება ექნება და საჭიროების შემთხვევაში კოსმეტოლოგთან ან ორთოდონტთანაც წაიყვანეთ. გარეგნობაში რისი გამოსწორებაც საჭიროა, თვალს ნუ დახუჭავთ, დაეხმარეთ მათ გამოსწორებაში.
5. გააქარწყლეთ მითები იდეალურობის შესახებ.
აჩვენეთ გოგონას საყოველთაოდ აღიარებული ლამაზმანების ფოტოები Photoshop-ის გარეშე, რათა გაიგოს, რომ სილამაზე თანამედროვე სამყაროში შედარებითია. "ვარსკვლავებს" შორისაც კი მხოლოდ რამდენიმეა ნამდვილი ლამაზმანია, უმეტესობამ, უბრალოდ იცის, როგორ წარმოაჩინოს თავი. აუხსენით, რომ „ვარსკვლავები“ არ არიან საუკეთესო მისაბაძი მაგალითი, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრმა მათგანმა დაკარგა ინდივიდუალობა მოჩვენებითი იდეალის ძიებაში.
უთხარით მას და აჩვენეთ ცხოვრებიდან კონკრეტული მაგალითებით სიმართლე, რომ ხიბლი (ან ქარიზმა) უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სილამაზე. შეეცადეთ მისი სურვილი, იყოს ლამაზი, გარდაქმნათ სურვილად, გახდეს სასიამოვნო და საინტერესო ადამიანი, შესაბამისად, მომხიბვლელიც.