რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელში ქართველი ებრაელი მომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა ვაჟმა მიშელ გურიელაშვილმა დაწერა. პროდიუსერი გია გოგორიშვილი ბატონი კაკულის ბოლო დღეებს ჩვენთან ინტერვიუში იხსენებს...
გია გოგორიშვილი:
- კაკულის 4 წლის წინ დაუდასტურდა სიმსივნე, პირველი ორი წელი ჩვეულებრივ იყო, უბრალოდ, წონაში დაიკლო, თორემ მუშაობდა. ბოლო პერიოდი ძალიან დაიკლო წონაში, გადაცემებშიც ეტყობოდა. ძალიან ენერგიული ადამიანი იყო, სიცოცხლის მოყვარული, ბოლომდე იბრძოდა, ფარ-ხმალს არ ყრიდა. ასეთი მძიმე ავადმყოფობა ჰქონდა, ტკივილები და გასტროლებზე დადიოდა. საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა, ტელევიზიებში იწვევდნენ, გადაცემებში მონაწილეობდა.
საოცარი მეგობარი იყო, ისე უხაროდა რომ ჩავდიოდით, გაიქცეოდა იყიდიდა ნაირ-ნაირ ხორცის ნაჭრებს, თავისი ხელით გაამზადებდა შამფურზე და გვიწვავდა. განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდა მერაბ სეფაშვილთან, ძმებივით იყვნენ.
- ძალიან სუსტად იყო, იწვა. სამი დღის წინ მერაბი ესაუბრებოდა ტელეფონით და მეც ვესაუბრე. მითხრეს, რომ დღესაც უსაუბრია აქ მეგობრებთან. ორი კვირის წინ, რომ დამძიმდა, მერაბიც ჩავიდა და ინახულა. ისრაელში მკურნალობდა, მედიცინა იქ უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ისეთი ვერაგი დაავადება ჰქონდა, რომ მედიცინაც უძლური აღმოჩნდა. წონაში ძალიან დაიკლო, ისეთი ტკივილები ჰქონდა, მაგრამ არც იმჩნევდა, გადიოდა სცენაზე და მღეროდა..
- ლალი გმირი ქალია, ყველაფერში ხელს იუწყობდა. განაგრძეთ კითხვა