მოზარდ მაყურებელთა თეატრი „ფრთხილად, ადამსების“ ორიგინალურ ვერსიას წარმოგიდგენთ - მშობლები

მოზარდ მაყურებელთა თეატრი „ფრთხილად, ადამსების“ ორიგინალურ ვერსიას წარმოგიდგენთ

2024-01-08 11:02:16+04:00

მოზარდ მაყურებელთა თეატრი, პირველად ქართულ სცენაზე, წარმოადგენს ადამსების ოჯახის ორიგინალურ ვერსიას.

სპექტაკლი მიუზიკლის ჟანრისაა და აგებულია ამერიკულ შავ იუმორზე, რომელიც ხშირად ცდება სტანდარტულ კრიტერიუმებს და ქართულ ენას კარგადაა მორგებული. ის გასაგებია როგორც დიდისთვის, ასევე პატარებისთვისაც.

სპექტაკლი გაჯერებულია როგორც მისტიკური, კომედიური და ქორეოგრაფიული სცენებით, ასევე შესანიშნავი მუსიკით, რომელიც ბროდვეისეული მანერითაა მოწოდებული. მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე, ორ მოქმედებიანი მუსიკალური კომედია „ფრთხილად ადამსები!“ შეგიძლიათ ნახოთ:

1/ 6 თებერვალს 12 საათზე,

10 / 17 თებერვალს 19 საათზე.

პიესის იდეა მარშალ ბრიკმანისა და რიკ ელისის წიგნის მიხედვითაა დაწერილი, თუმცა ქართული ვერსია ორიგინალური გახლავთ .

ინსცენირების ავტორი, მუსიკალური ხელმძღვანელი და დამდგმელი რეჟისორი : ლევან გვაზავა

ქორეოგრაფი: დავით მეტრეველი

მხატვარი: ნინო კიტია

მონაწილეობენ მსახიობები : ეკატერინე შარიქაძე, ნინო კიკაჩეიშვილი, ანა ზამბახიძე, გიორგი ჯიქურიძე, რაჟდენ კერვალიშვილი, ქეთი ჩაჩუა, ანა მღებრიშვილი, ზურა ავსაჯანიშვილი, გიორგი ბერიძე, ნინო ლეჟავა, დათო როსტომაშვილი, დევი რეხვიაშვილი, სოფო ფერაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თაკო ჭანუყვაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ლანა მანაგაძე, ზურა ხარაზიშვილი, ლევან ხვთისიაშვილი, ლევან გვაზავა.

სპექტაკლის შესახებ:

კომედიური ამბავი მხატვარ-კარკატურისტ ჩარლზ ადამსის ყველასათვის ცნობილ ესპანეთიდან გადმოხვეწილ ოჯახზე, რომელიც ბევრი გადაადგილებების შემდეგ სამუდამოდ დასახლდა ნიუ იორკში, ცენტრალ პარკში.

მიუხედავად იმისა რომ მოქმედება 21 -ე საუკუნეში ვითარდება, ადამსების ოჯახი არ აღიარებს დღევანდელობას და მხოლოდ უძველეს ტრადიციებს მისდევს.

მათი ტრადიციის თანახმად, წელიწადში ერთხელ დღესასწაული “ადამსობა” აღინიშნებადა სწორედ ამ დღესასწაულზე აეხდება ფარდა იმ მოვლენათა კასკადს, რასაც მაყურებელი იხილავს სცენაზე.

ეს ამბავი სიყვარულზე, ოჯახის სიწმინდესა და ერთგულებაზეა,

იმაზე თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ნამდვილმა გრძნობამ თვით ვენსდეი ადამსიც კი , რომელიც გაიზარდა და ძალიან რთულ ასაკშია.