რატომ იბადება ზოგიერთი ბავშვი უფრო დიდი წონის, ვიდრე უმრავლესობა და კარგია თუ არა ეს მისი მომავალი ჯანმრთელობისთვის - მშობლები

რატომ იბადება ზოგიერთი ბავშვი უფრო დიდი წონის, ვიდრე უმრავლესობა და კარგია თუ არა ეს მისი მომავალი ჯანმრთელობისთვის

2024-01-09 11:19:23+04:00

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რატომ იბადება ზოგიერთი ბავშვი უფრო მეტი წონის, ვიდრე უმრავლესობა.

ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს მეტაბოლურ დარღვევებთან და მომავალში სიმსუქნის რისკს ზრდის. კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Reproductive and Developmental Medicine.

ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეერთებულ შტატებში 1988 წლიდან 1994 წლამდე ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების მესამე ეროვნული კვლევის მონაცემები გააანალიზეს. მათ ასევე შეისწავლეს 2621 ამერიკელი ბავშვის სამედიცინო ანკეტა დაბადებისას და მათი დედების სხეულის მასის ინდექსები.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დიდი წონის ჩვილები 2-დან ექვს წლამდე ორჯერ მეტად უჩიოდნენ ჭარბ წონას. ასევე გამოიკვეთა, რომ ჭარბწონიანი დედები უფრო მძიმე წონის ჩვილებს აჩენენ.

ახალშობილის წონაზე მოქმედებს მშობიარე ქალის ასაკიც. 25 წლიდან დედები ორჯერ უფრო ხშირად აჩენენ დიდი წონის ბავშვებს, ვიდრე 25 წლამდე ასაკის ქალები.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ბავშვის მაღალი წონა მისი მეტაბოლური რეგულაციის დარღვევაზე მიუთითებს. მიზეზებს შორის ორსულობის დროს დედის ჭარბი კვებაც განიხილება.