საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს შესაძლებლობა აქვთუფასო მედიკამენტებით ისარგებლონ ფარმადეპოს ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
როგორც კომპანიაში განმარტეს: -„ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში ჩავერთეთ, რაც უფასო მედიკამენტების მიწოდებას გულისხმობს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ფარმადეპო თავის მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა სოციალურ პროექტებს, რომლის მიზანია ჩვენს ქსელში არსებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამჯერადაც გარდა უფასო წამლებისა, ჩვენთან მოსულ მომხმარებლებს დამატებით საჩუქარს გადავცემთ“
პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რომელიცმოახდენს პაციენტის რეგისტრაციას, ამის შემდეგ კი ქრონიკული პროგრამის პაციენტი შეძლებსაფთიაქიდან გაიტანოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები უფასოდ. საჩუქრის მისაღებად კი საჭიროა გამოწერილი ყველა მედიკამენტი მომხმარებელმა გაიტანოს ფარმადეპოს ქსელიდან. წამლების მისაღებად, ბენეფიციარმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;ფილტვის ქრონიკული დაავადებები;დიაბეტი (ტიპი II);ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;ეპილეფსია და პარკინსონის დაავადება.
R
R