თუკი სიზმრად ამ საგნებსა და არსებებს ნახავთ, ამბობენ, რომ ეს მალე დაქორწინებას და პირად ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს მოასწავებს - მშობლები

თუკი სიზმრად ამ საგნებსა და არსებებს ნახავთ, ამბობენ, რომ ეს მალე დაქორწინებას და პირად ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს მოასწავებს

2024-01-09 13:30:43+04:00

ხშირად ამბობენ, რომ სიზმრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ისინი ქვეცნობიერში დამალულ ინფორმაციას გამოხატავენ. სხვადასხვა ნიშანს კი საკუთარი ახსნა და განსხვავებული განმარტება აქვს. თუკი სიზმრად ქვემოთ ჩამოთვლილ საგნებსა და არსებებს ნახავთ, მათი აზრით, ვისაც სიზმრების ძალის სჯერა, ეს ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, სიახლეები გელით და შესაძლოა, მალე დაქორწინდეთ:

დელფინები, კურდღლები ან ლომები

თუკი სიზმრად თეთრ კურდღლებს, დელფინებსა და ლომებს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ მალე თქვენს პირად ცხოვრებაში სიახლეები მოხდება და შესაძლოა, დაქორწინებაც კი გადაწყვიტოთ. როგორც ამბობენ, ლომი ახალი ურთიერთობის დაწყების სიმბოლოა, დელფინი - ბედნიერი ქორწინების, თეთრი კურდღელი ან დათვი კი - ერთგულების.

შესასვლელი კარი

დაუქორწინებელი ქალისთვის კარი დიდი ცვლილებების სიმბოლოა და ეს ნიშნავს, რომ მის პირად ცხოვრებაში სიახლეების დრო დადგა, სიყვარულის ზღურბლზეა და მალე დაქორწინებას გადაწყვეტს.

ბუდე

სიზმარში ბუდის ნახვა ახალი ურთიერთობის დაწყების სიმბოლოა და დასაქორწინებელ ადამიანებს ქორწინებასა და შვილების გაჩენას ჰპირდება.

შოკოლადის კანფეტები

სიზმარში შოკოლადის მირთმევა ვნებიანი რომანტიკის ნიშანია. თუმცა, თუ ორცხობილებს მიირთმევთ, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენზე ნეგატიურ გავლენად მოახდენს.

ბეჭდები, სამაჯურები და ყელსაბამები

ცხოვრებაში, სხვადასხვა ძვირად ღირებული სამკაული სიმდიდრის ნიშანია. სიზმარში კი - სწრაფი ქორწინების. თუმცა, როგორც ამბობენ, სიზმარში ნანახი სამკაულები მრგვალი ფორმის უნდა იყოს.

2-1704792791.jpeg

ქორწინების შეთავაზება

თუ ეს სიზმარი თქვენი ყოველდღიური ფიქრის შედეგი არის, დიდი შანსია, რომ ახდეს და მართლაც მიიღოთ დაქორწინების შეთავაზება. ხოლო, როგორც ამბობენ, თუ მსგავს სიზმარს უკვე დაქორწინებული ქალი ხედავს, ეს შეიძლება საყურადღებო იყოს და მეუღლეს ვიღაც სხვა ქალთან ჰქონდეს ურთიერთობა.

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები

თუ სიზმარში ხორბალს თესავთ ან ბალახს თიბავთ, ეს ნიშნავს, რომ მალე დაქორწინდებით.

ფატის მოზომება

სიზმრად ნანახი მოვლენები ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით არ გადაითარგმება, მაგრამ ეს გამონაკლისია! თუ ფატას, კაბას, ვარცხნილობას არჩევთ, ეს ნიშნავს, რომ მალე დაქორწინდებით.

ლამაზი ფეხსაცმელი

ფეხსაცმელი ცხოვრების ახალი ეტაპის, კერძოდ, ქორწინების სიმბოლოა. თუ ის სუფთა, ლამაზი და კომფორტულია, მაშინ ქორწინება ბედნიერი და გრძელვადიანი იქნება. თუ სიზმარში გაცვიათ ფეხსაცმელი, რომელიც გიჭერთ, ეს ნიშნავს, რომ ქორწინება წარუმატებელი იქნება.

მეგობრის ქორწილი

თუ სიზმარში მეგობრის ქორწილს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ყოფილ შეყვარებულს, პარტნიორს დაუბრუნდებით და ურთიერთობას განაახლებთ.

მამაკაცის შარვალი

სიზმარში მამაკაცის შარვლის მოსინჯვა ნიშნავს, რომ მომავალში საყვარელ ადამიანს არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ ბედსაც გაუზიარებთ.

კუნძული, რომელიც გარშემორტყმულია წყლით

საყვარელ ადამიანთან ერთად ქვიშიან კუნძულზე ყოფნა ან ადიდებული მდინარის ერთად გადალახვის მცდელობა გარდაუვალი ქორწინების უტყუარი მაჩვენებელია. თუ მდინარეზე გადებულ ხიდს გადაივლით, ეს ნიშნავს, რომ კავშირი ძლიერი და ხანგრძლივი იქნება.

4-1704792834.jpg

მაქმანი და აბრეშუმი

სიზმარში მაქმანის ქსოვა ან აბრეშუმის ბალიშის ქარგვა ასევე ქორწინებას ნიშნავს. მაშინაც კი, თუკი ეს რეალურ ცხოვრებაში არასოდეს გაგიკეთებიათ, ან საერთოდ არ იცით.

ტყის მარწყვი, ან სტაფილო

თუ სიზმრად კენკრიდან ტყის მარწყვს, ან ბოსტნეულიდან სტაფილოს ან პომიდორს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება და შესაძლოა, დაქორწინდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, სიზმარში დააგემოვნებთ თუ მხოლოდ უყურებთ - ეს პირად ცხოვრებაში გარდაუვალი სიახლეების ნიშანია.

ცომი

სიზმრად ცომის მოზელა, დაგემოვნება, ან თუნდაც უბრალოდ ნახვა ნიშნავს, რომ მალე დაქორწინდებით.

ბავშვის დაბადება

სულაც არ არის საჭირო, სიზმრად ბავშვი გააჩინოთ, ან საკუთარი შვილი გყავდეთ, საკმარისია, სხვა ქალის მშობიარობა ნახოთ, ან უბრალოდ ბავშვი ხელში დაიჭიროთ. ეს ნიშნავს, რომ წინ ქორწინება, ოჯახური ცხოვრება და საკუთარი შვილები გელოდებათ.