ხშირად ამბობენ, რომ სიზმრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ისინი ქვეცნობიერში დამალულ ინფორმაციას გამოხატავენ. სხვადასხვა ნიშანს კი საკუთარი ახსნა და განსხვავებული განმარტება აქვს. თუკი სიზმრად ქვემოთ ჩამოთვლილ საგნებსა და არსებებს ნახავთ, მათი აზრით, ვისაც სიზმრების ძალის სჯერა, ეს ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, სიახლეები გელით და შესაძლოა, მალე დაქორწინდეთ:
თუკი სიზმრად თეთრ კურდღლებს, დელფინებსა და ლომებს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ მალე თქვენს პირად ცხოვრებაში სიახლეები მოხდება და შესაძლოა, დაქორწინებაც კი გადაწყვიტოთ. როგორც ამბობენ, ლომი ახალი ურთიერთობის დაწყების სიმბოლოა, დელფინი - ბედნიერი ქორწინების, თეთრი კურდღელი ან დათვი კი - ერთგულების.
დაუქორწინებელი ქალისთვის კარი დიდი ცვლილებების სიმბოლოა და ეს ნიშნავს, რომ მის პირად ცხოვრებაში სიახლეების დრო დადგა, სიყვარულის ზღურბლზეა და მალე დაქორწინებას გადაწყვეტს.
სიზმარში ბუდის ნახვა ახალი ურთიერთობის დაწყების სიმბოლოა და დასაქორწინებელ ადამიანებს ქორწინებასა და შვილების გაჩენას ჰპირდება.
სიზმარში შოკოლადის მირთმევა ვნებიანი რომანტიკის ნიშანია. თუმცა, თუ ორცხობილებს მიირთმევთ, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენზე ნეგატიურ გავლენად მოახდენს.
ცხოვრებაში, სხვადასხვა ძვირად ღირებული სამკაული სიმდიდრის ნიშანია. სიზმარში კი - სწრაფი ქორწინების. თუმცა, როგორც ამბობენ, სიზმარში ნანახი სამკაულები მრგვალი ფორმის უნდა იყოს.
თუ ეს სიზმარი თქვენი ყოველდღიური ფიქრის შედეგი არის, დიდი შანსია, რომ ახდეს და მართლაც მიიღოთ დაქორწინების შეთავაზება. ხოლო, როგორც ამბობენ, თუ მსგავს სიზმარს უკვე დაქორწინებული ქალი ხედავს, ეს შეიძლება საყურადღებო იყოს და მეუღლეს ვიღაც სხვა ქალთან ჰქონდეს ურთიერთობა.
თუ სიზმარში ხორბალს თესავთ ან ბალახს თიბავთ, ეს ნიშნავს, რომ მალე დაქორწინდებით.
სიზმრად ნანახი მოვლენები ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით არ გადაითარგმება, მაგრამ ეს გამონაკლისია! თუ ფატას, კაბას, ვარცხნილობას არჩევთ, ეს ნიშნავს, რომ მალე დაქორწინდებით.
ფეხსაცმელი ცხოვრების ახალი ეტაპის, კერძოდ, ქორწინების სიმბოლოა. თუ ის სუფთა, ლამაზი და კომფორტულია, მაშინ ქორწინება ბედნიერი და გრძელვადიანი იქნება. თუ სიზმარში გაცვიათ ფეხსაცმელი, რომელიც გიჭერთ, ეს ნიშნავს, რომ ქორწინება წარუმატებელი იქნება.
თუ სიზმარში მეგობრის ქორწილს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ყოფილ შეყვარებულს, პარტნიორს დაუბრუნდებით და ურთიერთობას განაახლებთ.
სიზმარში მამაკაცის შარვლის მოსინჯვა ნიშნავს, რომ მომავალში საყვარელ ადამიანს არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ ბედსაც გაუზიარებთ.
საყვარელ ადამიანთან ერთად ქვიშიან კუნძულზე ყოფნა ან ადიდებული მდინარის ერთად გადალახვის მცდელობა გარდაუვალი ქორწინების უტყუარი მაჩვენებელია. თუ მდინარეზე გადებულ ხიდს გადაივლით, ეს ნიშნავს, რომ კავშირი ძლიერი და ხანგრძლივი იქნება.
სიზმარში მაქმანის ქსოვა ან აბრეშუმის ბალიშის ქარგვა ასევე ქორწინებას ნიშნავს. მაშინაც კი, თუკი ეს რეალურ ცხოვრებაში არასოდეს გაგიკეთებიათ, ან საერთოდ არ იცით.
თუ სიზმრად კენკრიდან ტყის მარწყვს, ან ბოსტნეულიდან სტაფილოს ან პომიდორს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება და შესაძლოა, დაქორწინდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, სიზმარში დააგემოვნებთ თუ მხოლოდ უყურებთ - ეს პირად ცხოვრებაში გარდაუვალი სიახლეების ნიშანია.
სიზმრად ცომის მოზელა, დაგემოვნება, ან თუნდაც უბრალოდ ნახვა ნიშნავს, რომ მალე დაქორწინდებით.
სულაც არ არის საჭირო, სიზმრად ბავშვი გააჩინოთ, ან საკუთარი შვილი გყავდეთ, საკმარისია, სხვა ქალის მშობიარობა ნახოთ, ან უბრალოდ ბავშვი ხელში დაიჭიროთ. ეს ნიშნავს, რომ წინ ქორწინება, ოჯახური ცხოვრება და საკუთარი შვილები გელოდებათ.