შეიძლება თუ არა ჩვილის ტანსაცმლის სარეცხის მანქანაში გარეცხვა? - ბევრი ფიქრობს, რომ უკეთესია ჩვილის ტანსაცმელი ხელით გაირეცხოს და ხშირად სარეცხის საპონსაც კი იყენებენ. თუმცა რეალურად თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, სარეცხი მანქანით რეცხვა არის სრულიად უსაფრთხო და პირიქით, უკეთესიც კი ვიდრე ხელით რეცხვა. ამ დროს რამდენიმე საკითხის გათვალისწინებაა საჭირო. მათ შორისაა თავად სარეცხი მანქანისა და სარეცხი საშუალებების ხარისხი.
თანამედროვე სარეცხის მანქანები ისეთი რეჟიმებითაა აღჭურვილი, როგორიცაა ანტიალერგიული, დელიკატური და საბავშვო რეჟიმი. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ რეცხვა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო და ხარისხიანი. ჩვილის ტანსაცმელი უნდა გათავისუფლდეს როგორც ჭუჭყისა და ლაქებისგან, ისე ბაქტერიებისგან. მას სრულად უნდა მოშორდეს მიკრობები და ალერგენები. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სარეცხის მანქანის სხვადასხვა რეჟიმი, რომელსაც თანამედროვე ტექნიკის მწარმოებლები მომხმარებლებს სთავაზობენ. კარგად რომ დაფიქრდეთ, მიხვდებით, რომ მართლაც შეუძლებელია ხელით ისეთ მაღალ დონეზე გაასუფთაოთ ტანსაცმელი ჭუჭყისგან ან გაავლოთ, როგორც ამას მანქანა გააკეთებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ სარეცხი საშუალება. უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ სარეცხ სითხეს, რადგან ფხვნილისგან განსხვავებით, სითხის უმცირესი ნაწილაკებიც კი არ რჩება ტანსაცმელზე, რაც ალერგიის განვითარებისგან მაქსიმალურად გვიცავს.
რეალურად, ბავშვს ზიანი არა სარეცხი მანქანით გარეცხილმა ტანსაცმელმა, არამედ უხარისხო სარეცხი საშუალებით გარეცხილმა ტანსაცმელმა შეიძლება მოუტანოს. ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ამისთვის უნდა დააკვირდეთ შეფუთვაზე დატანილ ნიშნებს. ასეთ პროდუქტებს მწარმოებლები სპეციალური სიმბოლოებით გამოსახავენ. მაგალითად, ასეთია “ECO LABEL”. ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია დამოწმებულია სამეცნიერო სტანდარტების შესაბამისად.
ზოგადად, სარეცხ საშუალებებში მინიმუმ 25 მავნე ნივთიერება შედის. მათგან განსაკუთრებით საშიშია ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ფოსფატები, ფორმალდეჰიდები, დიოქსანე 1.4. კატეგორიულად აკრძალულია, რომ მათი შემცველი საშუალებებით ჩვილის ტანსაცმელი გაირეცხოს.
ბავშვის ტანსაცმლის რეცხვა სრულიად უსაფრთხო რომ იყოს, სასურველია გამოიყენოთ 55-წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანიის FIT GMBH-ის ეკო ხაზი GRUNE KRAFT. აღნიშნული პროდუქცია ფლობს საერთაშორისო ხარისხის დამადასტურებელ და ეკო სერტიფიკატებს. არცერთი პროდუქტი არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს; წარმოებულია მხოლოდ მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტებისგან; ყველა მათგანი ანტიალერგიულია და შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ დერმატოლოგიურად ტესტირებულ ფორმულებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ დამზადებულია განახლებადი ნედლეულის საფუძველზე, ვეგანურია და არ შეიცავს ცხოველურ ნივთიერებებს. შეფუთვა კი დამზადებულია 100% გადამუშავებული პლასტმასისგან.
გარდა იმისა, რომ სარეცხი მანქანით ბავშვის ტანსაცმელს უფრო უკეთესად და უსაფრთხოდ გარეცხავთ, ის დროის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. საათობით სარეცხის რეცხვის ნაცვლად თქვენ შეძლებთ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ თქვენს შვილებთან ერთად. დედობა ხომ საუკეთესო საქმეა, რაც შეიძლება ოდესმე აკეთოთ.
R