ბლოგერი, რომელმაც 2 თვის შვილი დიდ თოვლში ჩააგდო, შესაძლოა გაასამართლონ - ადვოკატი ირწმუნება, თითქოს თოვლში თოჯინა ჩააგდეს და ხელოვნური ინტელექტით აამოძრავეს - მშობლები

ბლოგერი, რომელმაც 2 თვის შვილი დიდ თოვლში ჩააგდო, შესაძლოა გაასამართლონ - ადვოკატი ირწმუნება, თითქოს თოვლში თოჯინა ჩააგდეს და ხელოვნური ინტელექტით აამოძრავეს

2024-01-11 12:42:31+04:00

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსმა ბლოგერმა, სერგეი კოსენკომ საკუთარი 2 თვის ვაჟი დიდ თოვლში ჩააგდო და მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ბლოგერმა გადაწყვიტა, კიდევ უფრო მეტი პოპულარობა ამ ფორმით მოეპოვებინა და ვიდეო თავად გაავრცელა.

ცნობილმა ბლოგერმა 2 თვის შვილი თოვლის გორაში გადააგდო, რომ ვიდეოს ბევრი ნახვა ჰქონოდა - მშობლების ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა

მართლაც, ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კოსენკოს ქცევა უამრავმა ადამიანმა დაგმო. რამდენიმე საათში პოსტის ქვემოთ ათასობით გაბრაზებული მშობელი შეიკრიბა და კოსენკო და მისი მეუღლე - ალესქანდრა ბელიაკოვა, რომელიც ასევე ბლოგერია, სასტიკად გააკრიტიკა.

image3-12-1704962723.jpg

ვიდეო ქვეყნის საზღვრებს გასცდა და საერთაშორისო პრესაშიც აღმოჩნდა. ახლა უკვე ახალგაზრდა მშობლების დასჯას მსოფლიოს არაერთი კუთხიდან მოითხოვენ. მაგალითად, ამერიკის მოქალაქეები კომპეტენტურ ორგანოებს დაუკავშირდნენ და მოითხოვეს, მამაკაცის ქმედება შეისწავლონ და შესაბამისი ზომები მიიღონ.

კომენტარებში კოსენკოსა და მის მეუღლეს უწერდნენ, რომ მცირეწლოვანი შვილის გამოყენება პოპულარობის მიზნით შეწყვიტონ და პატარას საფრთხე აღარ შეუქმნან. აღსანიშნავია, რომ "ოჯახური ძალადობა" და "ბავშვის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი სიტუაციის შექმნა" შეერთებულ შტატებში ყველაზე მძიმე ოჯახურ დანაშაულად ითვლება. სოციალური სამსახური ეფექტურად მუშაობს, ყველა შტატს ბავშვების ძალადობისაგან დასაცავად სპეციალური პროგრამები აქვს შემუშავებული და ამ საკითხს სკოლაშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

6-1704962756.jpg

სერგეი კომენტარებს არ გამოხმაურებია, მაგრამ როგორც გაირკვა, ცოტა ხნის წინ, მან 2 თვის შვილი ექიმთან გამოკვლევებზე წაიყვანა. ამის შესახებ პრესას ოჯახის ადვოკატმა სერგეი ჟორინმა განუცხადა.

8-1704962771.jpg
სერგეი კოსენკო ვაჟთან ერთად

ადვოკატმა კიდევ ერთი საოცარი რამ თქვა. ის ირწმუნება, თითქოს ახალგაზრდა მშობლებმა თოვლში რეალურად 2 თვის შვილი კი არა, მის ტანსაცმელში გამოწყობილი თოჯინა ჩააგდეს და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აამოძრავეს... სერგეი ჟორინი ვერ პასუხობს ლოგიკურ შეკითხვას, თუ თოვლში ბავშვის ნაცვლად, თოჯინა ჩააგდეს, მაშინ კოსენკომ პატარა ვაჟი ექიმთან რატომ წაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვება თუ არა რაიმე რეაგირება ახალგაზრდა მშობლების ქმედებას.