ჯენიფერ ლოურენსმა რობერტ დე ნირო ქორწილიდან გააგდო. ლოურენსმა 2024 წლის "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე E! News-ს ინტერვიუ მისცა და კუკ მარონიზე ქორწილის დღის სტრესული მოვლენა გაიხსენა.
33 წლის მსახიობის მონაყოლის მიხედვით, მისი ქორწილი ჯოჯოხეთად მას შემდეგ იქცა, რაც ამინდი აირია და ზედმეტად აცივდა. ჯენიფერმა თავის სტუმრებზე დაიწყო ნერვიულობა: "ეს ისეთი სტრესული იყო, დროის მხიარულად გატარებას ვეღარ ვახერხებდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, სხვები თუ ერთობოდნენ."
ლოურენსმა იმაზეც კი იხუმრა, რომ ამ ყველაფრის გამო პატარძლობა მისთვის საშინელ მოგონებად იქცა: "არასდროს დამავიწყდება როგორ ვნერვიულობდი იმაზე, რომ სტუმრებს შესცივდებოდათ, ჩემი მეგობრები კი მატყუებდნენ და მარწმუნებდნენ, რომ არავის სციოდა და ყველაფერი კარგად იყო." განაგრძეთ კითხვა