ამერიკელმა ქალმა იცრუა, რომ მის პატარა ქალიშვილს კიბო ჰქონდა, რათა შემოწირულობები მიეღო. ამის შესახებ Daily Mail წერს.
პირველად 41 წლის პამელა რიდმა 2017 წელს იცრუა, რომ მის ქალიშვილს, ერთი წლის ედი რეის, მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, ჰემატოპოეზური სისტემის ავთვისებიანი დაავადება. ქალმა დაავადების შესახებ დოკუმენტები გააყალბა და სოციალურ ქსელში გვერდიც შექმნა, რომელიც არარსებულ დაავადებასთან ბრძოლას მიუძღვნა. გარდა ამისა, რიდი ამტკიცებდა, რომ რეის ხშირი კრუნჩხვები აწუხებდა და მომავალში მას პორტის სისტემას ჩაუნერგავდნენ, რაც მედიკამენტები ნემსების ჩხვლეტის გარეშე მიწოდებას გულისხმობდა. ქალის თქმით, გოგონას ასევე აპლასტიკური ანემიის დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის ძვლის ტვინი წყვეტს საკმარისი რაოდენობის სისხლის უჯრედების გამომუშავებას. გარდა ამისა, რიდი ამტკიცებდა, რომ რეი მარჯვენა თვალიდან ვერ ხედავდა.
მისი ტყუილი მრავალი წლის განმავლობაში არ გამჟღავნებულა.
დედამ ქალიშვილს თავი გადაპარსა და საავადმყოფოები შემოატარა, სადაც გამოკვლევები და სისხლის ანალიზები აუღო. ამის გამო გოგონამ სკოლაში 280 საათი გააცდინა. კლინიკაში ჩატარებული ექოსკოპიის და ანალიზების აღებისას გადარებული ფოტოები რიდმა, მეტი დამაჯერებლობისთვის, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ამით რიდმა შემოწირულობები შეაგროვა, რომლებიც მან ვითომ მკურნალობაზე დახარჯა, სინამდვილეში კი მთელი ფული მიითვისა. ტყუილი ახლახან გამჟღავნდა, როდესაც რაის დაწყებითი სკოლის ექთანმა აღმოაჩინა, რომ გოგონა მარჯვენა თვალიდან ჩვეულებრივად ხედავდა. ექთანმა ამის შესახებ ხელისუფლებას შეატყობინა და გამოძიება დაიწყო.
მალე გაირკვა, რომ რაის არასდროს ჰქონია კიბო ან სხვა დაავადებები. რიდი დააპატიმრეს და საოლქო ციხეში გადაიყვანეს. თავდაპირველად, ქალი ცდილობდა გამომძიებლებს მოეტყუებინა, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ დიაგნოზები შემოწირულობების გამო გააყალბა. მან ასევე თქვა, რომ სხვა წამლები ეწყო კიბოს წამლების ყუთებში და ქალიშვილს კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატს ასმევდა. ქალს თაღლითობაში დასდეს ბრალი და 50 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.