"თავდავიწყებითი სიყვარულით შევქმენით ოჯახი და აქამდე მოგვყვება... გული მწყდება..." - როგორ ახასიათებს გვანცა დარასელია მეუღლეს და ვის ხსენებაზე იტირა სტუდიაში - მშობლები

"თავდავიწყებითი სიყვარულით შევქმენით ოჯახი და აქამდე მოგვყვება... გული მწყდება..." - როგორ ახასიათებს გვანცა დარასელია მეუღლეს და ვის ხსენებაზე იტირა სტუდიაში

2024-01-14 12:39:00+04:00

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია თათია შარანგიას სტუმრობდა გადაცემაში და ბევრ პირად საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, მისი მრავალწლიანი მყარი ოჯახის შესახებ. როგორც გვანცა ამბობს, თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი მას და მის მორაგბე მეუღლეს და ეს დიდი სიყვარული დღემდე მოჰყვებათ. თავიანთი ხასიათის შტრიხებით აბალანსებენ ყველა რთულ სიტუაციას და პრობლემებსაც სიყვარულით ებრძვიან.

გვანცამ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა აქვს ყველაზე დიდი დანაკლისი და ვის მოუხდიდა ბოდიშს. ამ შეკითხვაზე პასუხს ტელეწამყვანის ცრემლებიც მოჰყვა.