დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ გვითხრა:
"დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარა. ყინვა ჯერჯერობით ღამის საათებში შენარჩუნდება, მაგრამ თანდათან შესუსტდება. დღეს და ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში ყველგან წვიმა, მთასა და მაღალ მთაში კი თოვლია ნავარაუდევი. აღმოსავლეთ საქართველოში 17 იანვარს ზოგან იქნება ნალექი, მთაში თოვლის სახით. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამაღამ -2 გრადუსი დაფიქსირდება, შემდგომ უკვე ღამის საათებში 0, +2 გრადუსის ფარგლებში იქნება. ხვალიდან დღის ტემპერატურა +9, +11 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში +10, +15 გრადუსის ფარგლებში, 18 იანვარს კი +17 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალიდან +6, +11 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.
იანვრის თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე 1 გრადუსით მაღალია იქნება. ცალკეულ დღეებში, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18 გრადუსამდეა მოსალოდნელი. თვის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 20 გრადუსიც დაფიქსირდა. აღმოსავლეთ საქართველოშიც, +15, +16 გრადუსამდეა ნავარაუდევი. რაც შეეხება ნალექებს, თვის პროგნოზით, ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ამაღამ შიდა ქართლში, კახეთში ღამის საათებში მინიმალური ტემპერატურა -7 გრადუსამდე შენარჩუნდება. თბილისში -2 გრადუსია მოსალოდნელი და შემდგომ დღეებში ყინვა შემცირდება." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.
თამარ იაკობაშვილი