მშვენიერი კირა ანდრონიკაშვილი გადაცემა "ნამდვილ ექიმებს" სტუმრობდა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს და სილამაზეს. მისი თქმით, გენეტიკასთან ერთად, მთავარი განწყობაა, დადებითი ფიქრები, ნაკლები წუწუნი და ნაკლები ნეგატივი. "დილა რომ გაგითენდა, უნდა გიხაროდეს... თუკი ოდნავ ცუდ ხასიათზე ვიყავი, სევდა შემომეპარა, შევუძახებ ხოლმე ჩემს თავს და მაშინვე გადაივლის..."