როდესაც გასულ ზაფხულს ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინება ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადა, ბევრმა გულშემატკივარმა იწინასწარმეტყველა, რომ უსიამოვნებები ასე ადვილად არ დამთავრდებოდა. მართლებიც აღმოჩნდნენ.
მართლაც, განქორწინების პროცესის დასრულების შემდეგაც კი, წყვილმა მისტერ და მისის სმიტებივით დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ერთმანეთს. ურთიერთბრალდებების დაუსრულებელი სერიის შემდეგ სკანდელში ბავშვებიც კი ჩაერთნენ...
ამ უსიამოვნო ამბებს ბრედ პიტისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ინეს დე რამონთან ურთიერთობით დამტკბარიყო. სწყვილი საჯარო სივრცეში თითქმის არ ჩნდება, მაგრამ ყვითელ პრესას თუ დავუჯერებთ, მათი რომანი გაფურჩქვნის ეტაპზეა. იდილიას ერთადერთი რამ არღვევს: ბრედმა ჯერ ვერ შეძლო შვილებისთვის ახალი შეყვარებული გაეცნო, რაც, ანჯელინას ფაქტორიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის.
როგორც The Mirror იუწყება, ყოველ ჯერზე, როცა საქმე გაცნობამდე მიდის, მსახიობი ყოფილ მეუღლესთან ახალი კონფლიქტის ზღვარზე დგება.
”ბრედი კვლავ ჩხუბის ზღვარზეა, როდესაც საქმე შვილებისთვის თავისი ახალი შეყვარებულის გაცნობას ეხება. ანჯელინა არ არის მხოლოდ ბავშვების დედა, ის მათი საუკეთესო მეგობარია. წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება ბავშვებისა და ინესის შეხვედრა?“ - განუცხადა წყარომ გამოცემას.
მოკლედ, ბავშვები არ ჩქარობენ მამის ახალ შეყვარებულთან შეხვედრას. სინამდვილეში არც მამა ეხვეწებათ დიდად: პიტისთვის მისი შვილების ბედნიერება და მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაა მთავარი.