ბოლო დროს მშობელთა ტიპებს სხვადასხვა სახალისო კატეგორიებად ჰყოფენ. ეს ტენდენცია ფსიქოლოგებისგან დაიწყო, რომლებიც ცდილობენ უფრო გასაგებად აღწერონ და გადმოსცენ თავიანთი შეხედულებები აღზრდის თავისებურებებზე. ამჯერად მამების ტიპებს წარმოგიდგენთ. ვნახოთ, იპოვით თუ არა აქ საკუთარ თავს ან თქვენი შვილის მამიკოს.
მას სურს ყველაფერი თავად გადაწყვიტოს - ექიმთან ვიზიტი, ძიძის არჩევა თუ დასვრილი საფენის გჩხრეკა. მისი ყურადღება უნდობლობით კი არაა გამოწვეული, უბრალოდ ძალიან სერიოზულად ეკიდება მამის ახალ როლს და არ სურს, რაიმე უიმისოდ მოხდეს.
ის მზადაა ნებისმიერ დროს ითამაშოს პატარასთან, იმღეროს იავნანა და ხმამაღლა წაიკითხოს ზღაპრები. მაგრამ სხვა ამოცანების გადაწყვეტა, როგორიცაა დასუფთავება, ჩაცმა-გახდა, ავადმყოფობისას მოვლა, მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. ფაქტია, რომ თვითონ ჯერ კიდევ დიდი ბავშვია და თამაში ეხალისება. მაგრამ სერიოზული და მოსაწყენი საქმეები, როგორიცაა საშინაო დავალება, მიყრილი სათამაშოების ალაგება და ასე შემდეგ, სამწუხაროდ, არ იზიდავს.
ბავშვთან მარტო დარჩენას გაურბის, სამაგიეროდ, დაუზარლად აკეთებს იმას, რაც ძალიან კარგად გამოსდის - საშინაო საქმეებში დახმარება. ის დაალაგებს, საჭმელს მოამზადებს, გადაყრის ნაგავს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ახალშობილთან ერთად ახალბედა დედას ცხოვრება გაუადვილოს. მაგრამ ამავე დროს, მილიონი კითხვა აქვს: "რა პროდუქტებია სასარგებლო ძუძუთი კვების დროს?", "რამდენი საფენი დასჭირდება ბავშვს?" და ა. შ. მან მეტი დრო უნდა გაატაროს ახალშობილთან მარტო, რათა ნამდვილი თვდაჯერება და დამოუკიდებლობა მოიპოვოს.
თავს ვალდებულად გრძნობს, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ „მარჩენის როლი“ იკისროს. მუშაობს და ფულს შოულობს გასამმაგებული ძალებით. სამაგიეროდ საკმარისი დრო აღარ რჩება ბავშვის მოვლაში დასახმარებლად, ასევე მეუღლისა და გართობისთვის. ასე შეიძლება გადაიწვას.
ეს მოსიყვარულე მამა ბავშვის განვითარების ეტაპებზე ამახვილებს ყურადღებას და არა დაბინძურებული საფენის გამოცვლაზე. ის პირველი მოსდებს ქვეყანას ბავშვის პირველ გაღიმებას, ფოტოებს და ყველას, ნაცნობსა თუ უცნობს, ამაყად ეტყვის, რომ ბავშვმა ოთხი თვის ასაკში ცოცვა დაიწყო, გაიარა, პირველი სიტყვა თქვა და ასე შემდეგ.
ძალიან, ძალიან კარგი მამაა, მაგრამ ეშინია ბავშვთან მარტო დარჩენის. თუ დედა გასასვლელია, ის დაურეკავს დედას ან ძიძას, რათა სახლში ბავშვთან მარტო არ დარჩეს. როცა სასურსათო საყიდლებზე გასვლა გჭირდებათ, გთავაზობთ, ბავშვიც თან წაიყვანოთ და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ეზარება ბავშვთან ჯდომა. ის უბრალოდ პანიკაშია, რომ პატარას შეიძლება რამე დაემართოს. რამენაირად უნდა დაარწმუნით, რომ შვილის მოვლას გაუმკლავდება.
აღმერთებს ბავშვს და ძალიან ცდილობს ყველაფერში დაგეხმაროთ. უბრალოდ, ძალიან ფათერაკიანია. შეიძლება ბავშვის საჭმელი თავად გადაისხას, ან ბოთლი გაუტყდეს, გამოუცვლის საფენს შუაღამისას, მაგრამ შეიძლება წესიერად ვერ შეკრას და მთელი ლოგინი დასველდეს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. იმედია, სწორ ჩვევებს მალე გამოიმუშავებს.