ვალერი მელაძის მამა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა, მედიაში გავრცელდა ჭორები ყაზახეთის მიერ მელაძის დასანქცირების მხარდაჭერის შესახებ. თუმცა მომღერლმა ჩაწერა ვიდეო, სადაც მომხდარი პირადი ტრაგედიით ახსნა. მისი თქმით, კონცერტები არ გაუქმებულა და თაყვანისმცემლებს უთხრა, რომ ასტანასა და ალმათში მათ უახლოეს მომავალში შეხვდება. ყველა კონცერტი თებერვლისთვის გადაიდო.
შოთა მელაძის მდგომარეობა კორონავირუსის გადატანის შემდეგ დამძიმდა.