ნებისმიერ ურთიერთობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გვერდით გვყავდეს ადამიანი, რომელიც მუდმივად დაგვიჭერს მხარს, გაგვამხნევებს და მოტივაციას მოგცემს. ზოდიაქოს ამ 6 ნიშანს სიყვარული, მხარდაჭერა და საყვარელი ადამიანის გაგება ნამდვილად არ ეშლება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ისინი ხანგრძლივ ქორწინებას ყველაზე ხშირად ინარჩუნებენ და ერთგული მეუღლეები არიან:
კურო
ზოდიაქოს ეს ნიშანი ყველაზე სანდო და საიმედო დასაყრდენია, რომელსაც შეუძლია, საკუთარ პარტნიორს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. კურო საყვარელი ადამიანების მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობასა და სითბოს გამოხატავს, ყველაზე ერთგული მეგობარი და მეუღლეა. მას მოსმენისა და თანაგრძნობის შესანიშნავი უნარი აქვს. ამიტომაც, ნებისმიერს, ვისაც კუროსთან აქვს ურთიერთობა, ძალიან გაუმართლა, რომ გვერდით ასეთი მგრძნობიარე, მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანი ჰყავს.
კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშანს მთვარე მართავს. მას თანაგრძნობისა და სითბოს გამოხატვის ბუნებრივი, თანდაყოლილი ნიჭი აქვს. კირჩხიბებს სხვა ადამიანების განწყობის ამაღლება ყველაზე უკეთ შეუძლიათ. ოსტატურად კითხულობენ სხვების ემოციებს და ზუსტად იციან, როდის და რა ფორმით უნდა დაუდგნენ ადამიანს გვერდით. გარდა ამისა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათმა პარტნიორმა თავი მშვიდად, დაცულად და ბედნიერად იგრძნოს. კირჩხიბებს როგორც პროფესიულ, ასევე პირად ურთიერთობებში ეფექტური თანამშრომლობის შესანიშნავი უნარი აქვთ.
ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა შესანიშნავად იციან, რამხელა ძალა აქვს გამხნევებას, მოტივაციის მიცემასა და მხარდაჭერას. საკუთარი გამოცდილებიდან ხვდებიან, თვითრეალიზაციისათვის რამდენად მნიშვნელოვანია შთაგონება და წახალისება, ამიტომაც ქალწულები თავიანთ პარტნიორს ნებისმიერი დაცემისა და უმოტივაციობის დროს შეეშველებიან და ისე გაამხნევებენ, რომ ეს მათთვის შედეგიანი იყოს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საჭირო დროს ყოველთვის შესაფერის სიტყვებს პოულობენ. ამიტომაც, მათთან ურთიერთობა ბევრ ადამიანს უყვარს.
სასწორი
მშვიდობისმოყვარე სასწორები სასიყვარულო ურთიერთობებში უპირატესობას ჰარმონიასა და სამართლიანობას ანიჭებენ, ამიტომ მათთან ჩხუბი საკმაოდ რთულია. სასწორთან სანდო ალიანსის შექმნა შეგიძლიათ. მათი მზრუნველი და თბილი ბუნება პარტნიორს ურთიერთობებში განსაკუთრებით ეხმარება. სასწორი მზადაა, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრასა და ხელსაყრელი გარემოს შექმნაში დაგეხმაროთ და თავი კომფორტულად გაგრძნობინოთ.
თხის რქა
ტრადიციულად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძლიერ, მტკიცე ნებისყოფის მქონე ადამიანებად ითვლებიან, რომლებიც მზად არიან, პარტნიორს ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაეხმარნონ და ისიც გააძლიერონ. თხის რქა, როგორც წესი, ყველა საქმესა და უთანხმოებას საფუძვლიანად არკვევს. ამიტომაც, თუ პარტნიორთან იკამათებს, დაშორებაზე ფიქრს კი არ იწყებს, არამედ მეორე ნახევარს მშვიდად დალაპარაკებასა და ყველა უთანხმოების გარკვევას შესთავაზებს.
თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე მგრძნობიარე ბუნებით არიან დაჯილდოებულნი. მათ სხვა ადამიანების შესანიშნავად ესმით. თანაგრძნობის ძალიან კარგი უნარი აქვთ. შეუძლიათ, სხვების ინტერესები, სიმშვიდე და კეთილდღეობა საკუთარზე მაღლა დააყენონ. თევზებს სურთ, თავიანთ პარტნიორს უსაფრთხო და თბილი გარემო შესთავაზონ. გულწრფელი სიყვარულისა და დიდი მხარდაჭერის უნარი აქვთ და ამიტომაც, მათთან ურთიერთობა ბევრ ადამიანს უყვარს.