შორენა ბეგაშვილი ბოლო დროს იშვიათად არის საქართველოში. იტალიასა და თურქეთში დიდხნიანი მოგზაურობის შემდეგ, კარგა ხანია, დუბაიში შემორჩა. იქვეა მისი ქალიშვილი ევა და დედასთან ერთად ატარებს დღეებს.
შორენას გვერდით არის ასევე მისი მეგობარი მამაკაცი, რომლის ვინაობასაც მსახიობი არ ამხელს.
ამჯერად ინტერნეტკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და გამომწერების შეკითხვებზე უპასუხა. თავადვე აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი შეკითხვა ბოიფრენდს ეხებოდა, თუმცა მისი არც ფოტო გაუსაჯაროებია და არც საქმიანობის სფერო. აღნიშნა მხოლოდ, რომ ამ ეტაპზე უმუშევარია.
დანარჩენ შეკითხვებსაც გულახდილად გასცა პასუხები.