ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ ასეც ხდება, ერთი დღე მთელ შენს ცხოვრებას განაპირობებს. ასე მოხდა ორბეთელი თედო ბექაურის შემთხვევაში, კლინიკაში მისული პატარა ბიჭით რეჟისორი გიორგი ოვაშვილი დაინტერესდა და ასე მოხვდა თედო ფილმში "გაღმა ნაპირი"; მერე იყო პაუზა მის ცხოვრებაში და როგორც თავად ამბობს, ბურუსით მოცული, არეულ-დარეული პერიოდი. ახლახან კი ფართო საზოგადოების წინაშე პროექტით "ცეკვავენ ვარსკვლავები" წარდგა. პირველივე ტურიდან გამოიკვეთა, როგორც ლიდერი და საბოლოოდ, პროექტის გამარჯვებულიც გახდა.
- ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის. იმ წუთში საერთოდ გავითიშე, აღარაფერი მახსოვს; ემოციამ იმდენად წამიღო, აღარ ვიცოდი, რას ვაკეთებდი.
- რა თქმა უნდა, მაგრამ რეალური ემოცია წარმოდგენილისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. მერე, როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურე, მაშინაც კი ვინერვიულე.
- მოლოდინი მქონდა, იმედიც, აბა, ისე კონკურსში არ ჩავერთვებოდი.
- კარგია, რომ ცეკვა ვისწავლე, მხოლოდ პლასტიკა და არტისტულობა არაფერს ნიშნავს; აღმოვაჩინე, რომ სირთულეების დაძლევა შემძლებია, ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ვყოფილვარ, დიდ დატვირთვას გავუძელი და დავძლიე. ამდენს საკუთარი თავისგან არ ველოდი.
- შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ამ პროექტის თითოეული ტური, ყველა ცეკვა მახსოვს, სულითა და გულით ვიყავი ჩართული, სულ დარბაზში ვიყავი, ამ ხნის განმავლობაში პროექტით ვცხოვრობდი.
- ჟიურის ყველა წევრის შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გოჩა ჩერტკოევის აზრი გამორჩეულად მაინტერესებდა. მისგან ბევრი საქებარი სიტყვა მოვისმინე, შენიშვნებიც მივიღე. როცა შენიშვნას მაძლევდა, მერე იმდენს ვშრომობდი, თავს არ ვიზოგავდი, ოღონდ გამომესწორებინა. მას ეს ძალიან ახარებდა.
- ანამ იცოდა ჩემი შესაძლებლობები, ჩემი ძლიერი მხარე და ცეკვებს ამ ყველაფრის გათვალისწინებით დგამდა. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ქორეოგრაფებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ ანას წვლილი ჩემს გამარჯვებაში მართლა უდიდესია.
- მეუღლე და ჩემი მშობლები, შემდეგ - მეგობრები.
- არა, ის ქალბატონი ჩემი უხუცესი გულშემატკივარი გახლავთ. ჩემი მეგობრის მეზობელია, რომელიც ამ პროექტში გამოჩენის დღიდან ძალიან მგულშემატკივრობდა.
- სულ ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. სახლში როცა ვარ, დემეტრე სულ ჩემთან არის, მის აღზრდაში თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ. მამობამ ძალიან შემცვალა.
- სამწუხაროდ, დაბადებას ვერ დავესწარი, თინათინ ყაჯრიშვილი ფილმს "მოქალაქე წმინდანი" იღებდა და გადაღებაზე ვიყავი, პატარა, ეპიზოდური როლი შევასრულე. ვერც იმ დღეს მოვახერხე მისვლა, როდესაც დემეტრე სახლში წამოიყვანეს. პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალზე ემოციური იყო, იმ დღიდან ახალი ცხოვრება დაიწყო.
- ჯერ ბევრი რამ გასარკვევი მაქვს, "იმედის" გადაცემების შემდეგ, პირველი ჟურნალია "გზა", ვისაც ინტერვიუს გაძლევთ და რამდენიმე დღეში, ალბათ უფრო გარკვეული, დალაგებული და დაწყნარებულიც ვიქნები. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ქალბატონ თამარს (მის შესახებ მხოლოდ ეს ვიცი) უღრმესი მადლობა გადავუხადო. თეატრალურში აუცილებლად ჩავაბარებ. იხილეთ სრულად