გააკეთე ტესტი და გაიგე, ხარ თუ არა პატარა მსუნაგი გააკეთე ტესტი და გაიგე, ხარ თუ არა პატარა მსუნაგი
1. დილით სკოლაში წასვლისას საუზმობ?
ა) აუცილებლად - 3
ბ) ხანდახან - 1
გ) არ მიყვარს დილით ჭამა - 0
2. როდესაც დედა კერძს ამზადებს...
ა) ლამის თავით ქვაბში ხარ ჩაყუდებული - 3
ბ) მოთმინებით ელი, როდის მომზადდება საჭმელი - 2
გ) საჭმლის სუნზე ღიზიანდები და ეზოში ჩადიხარ - 0
3. ბევრ ფულზე ოცნებობ?
ა) დიახ - 3
ბ) არა - 0
გ) არ ვიცი - 2
4. მეგობარი გეწვია, შენ კი სადილობისთვის ემზადები. რას იზამ?
ა) მეგობარს სუფრასთან
მიიპატიჟებ და გულუხვად
გაუმასპინძლდები - 1
ბ) შენთვის ბევრს გადმოიღებ, მეგობარს კი ცოტას დაუტოვებ - 2
გ) დაელოდები მეგობრის წასვლას და მერე მიირთმევ - 3
5. მეზობლის სახლიდან კერძის გემრიელი სუნი გამოდის, შენ კი ეზოში თამაშობ:
ა) რაღაცას მოიმიზეზებ და ესტუმრები - 3
ბ) ნერწყვს გადაყლაპავ და დაელოდები, იქნებ დაგიძახონ! - 2
გ) თამაშს განაგრძობ - 1
6. ხშირად ოცნებობ...
ა) ხინკალსა და ხაჭაპურზე - 3
ბ) კარგ სათამაშოზე - 2
გ) ქაუნთერზე - 1
ახლა კი შეაჯამე ქულები და ნახე შედეგები
15-18 ქულა: ძალიან მსუნაგი ვინმე ხარ, იმდენად მსუნაგი, რომ გემრიელი კერძისთვის არც მეზობლის შეწუხება გერიდება და არც დედას აცდი საჭმლის მომზადებას. ვინმესთვის საჭმლის გაყოფაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. ძილშიც კი ხინკალი და ხაჭაპური გესიზმრება.
10-14 ქულა: შეიძლება ითქვას, რომ ჭამაზე არ გიჟდები. ცდილობ, თავშეკავებული იყო, მაგრამ ცოტა ძნელად ახერხებ ამას. მეგობრისთვის არაფერი გენანება, მაგრამ ხანდახან მსუნაგობის ჭია შემოგიჩნდება და შეიძლება საყვარელი ტკბილეული არავის გაუნაწილო.
6-9 ქულა: ძალიან მოწესრიგებული და თავშეკავებული ხარ. მსუნაგობა შენთვის უცხო ხილია. მხოლოდ მაშინ ჭამ, როცა ძალიან გშია. იმდენად მორიდებული და კარგად აღზრდილი ხარ, რომ მადისაღმძვრელი კერძის გულისთვის მეზობელს ნამდვილად არ შეაწუხებ. გულუხვი ხარ და არც მეგობრისთვის გენანება რამე, მით უმეტეს საჭმელი. ყოჩაღ, ასე გააგრძელე.