"დაბადების დღეზეც კი არ მოხადა ბავშვს ქუდი..." - ცნობილი სკანდალის შემდეგ, პერის ჰილტონი შვილს უქუდოდ ფოტოებს აღარ უღებს - მშობლები

"დაბადების დღეზეც კი არ მოხადა ბავშვს ქუდი..." - ცნობილი სკანდალის შემდეგ, პერის ჰილტონი შვილს უქუდოდ ფოტოებს აღარ უღებს

2024-01-30 12:52:36+04:00

მილიარდერების ოჯახის მემკვიდრე პერის ჰილტონი, როგორც ცნობილია, ორი შვილის დედაა, რომლებიც მას სუროგატმა გაუჩინა. მისი უფროსი ვაჟი ფენიქსი ერთი წლის გახდა და 42 წლის ვარსკვლავმა დიდი დღესასწაული მოუწყო, სახლის უკანა ეზოში, ქალთევზას თემატიკით. დღეობაზე გარდა ქალთევზებისა და პრინცესებისა, ბუშტებისა და ქაფებისა, გამოჩნდნენ ცხოველებიც - კურდღლები, ზღვის ჯოჭები და პონებიც კი, უნიქორნების კოსტიუმებში.

paris334d-2-1706605628.jpgparis-hilton-1st-birthday-phoenix-01282408-eefe2014c5ad458fbb12edfd2ba93436-1706605629.jpgparis-hilton-phoenix-birthday-012924-tout-8b19e28edda641b0a67e6763628cfd03-1706605629.jpg

თუმცა მას მერე, რაც ფოტოები მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელდა, საზოგადოების ყურადღება არ დაუმსახურებია არც შოუს გაფორმებას, არც ცნობილ სტუმრებს, არამედ კვლავ ფენიქსის გარეგნობით იყვნენ დაკავებული. როგორც ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ აგორდა სკანდალი პერისის ვაჟთან დაკავშირებით, როდესაც მან ფენიქსთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და უამრავმა ადამიანმა დაიწყო განხილვა, თუ რატომ აქვს მის შვილს ასეთი დიდი თავი.

par233-1706605734.jpg

პერისმა მაშინ დიდხანს ითმინა და საბოლოოდ პასუხი მაინც გასცა კრიტიკოსებს. "ამ სამყაროში არიან ავადმყოფი ადამიანები, თუმცა ჩემი შვილი სრულიად ჯანმრთელია". 42 წლის პერისმა დასძინა, რომ სპეციალისტებს უკვე მიმართა ამ თემაზე და დაარწმუნეს, რომ ყველაფერი კარგად არის. "დიახ, რა თქმა უნდა, ვიყავი ექიმთან და მას უბრალოდ დიდი ტვინი აქვს".

თუმცა ფაქტია, პერისი მაინც დააკომპლექსა ამ აჟიოტაჟმა და მას მერე ფენიქსთან ერთად თუ ჩნდება, ბავშვს ძირითადად ქუდი ახურავს. ამჯერადაც, დაბადების დღის წვეულებაზე, პატარა ქუდი ეხურა, თანაც ისე დამაგრებული, რომ გართობისა და ხტუნვის დროსაც არ მოძრობოდა.

par2-1706605895.jpg

"დაბადების დღეზეც კი არ მოხადა ბავშვს ქუდი" - აღშფოთებული წერდნენ სოციალურ ქსელში.

paris-hilton-phoenix-birthday-3-012924-fb6176dee3b84cb48e502bb070f4c2f5-1706605896.jpgparisd-1-1706605896.jpg