მეფარიშვილების ოჯახში ბარბარობას მესამე გოგონა ტატა დაიბადა. ამ ოჯახის ტრაგედიამ 2022 წლის 13 ოქტომბერს მთელი საქართველო შეძრა. 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე, ვაკის პარკში არასწორად დამონტაჟებულმა შადრევანმა იმსხვერპლა.
გოგონა დედა, ანა შოშიაშვილი სოციალური ქსელში ფოტოებს ავრცელებს, საიდანაც ჩანს, რომ მარიტას უმცროსი და შეეძინა, რომელიც პატრიარქმა და სასულიერო პირებმა მონათლეს.
"ტატა ნუცას და მარიტას და მადლობა ჩვენს მამებს, ტატას ნათლიებს, ილია მეორეს, მამა შალვა, მამა საბა ასეთი სიყვარულისთვის. მადლობა მამა Grigol Xunwaria ტატას გაქრისტიანებისთვის" - დაწერა მარიტას დედამ სოციალურ ქსელში.
როგორც მამა საბამ Ambebi.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ოჯახს ტრაგიკული მოვლენის შემდეგ დაუახლოვდა.
- ოჯახს მარიტაზე კიდევ ერთი წლით უფროსი გოგონა ჰყავთ, ტატა მესამე შვილია. მხოლოდ სასულიერო პირებმა მოვნათლეთ, პატრიარქი, მე და მამა შალვა ვიყავით ნათლიები. ოჯახს მანამდე არ ვიცნობდი, არც მამა შალვა, ვიცნობდი მარიტას კლასელებს და მათ მშობლებს.