მამა შალვა კეკელია რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც 19 წლის გოგონა კლუბში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. როგორც სასულიერო პირი ამბობს, მიცვალებულს წესი თავად აუგო და იქ ნანახის გამო "მთელი ღამე არ ეძინა".
მისი თქმით, კლუბური ნარკოტიკით მოწამვლის უამრავი ფაქტია მისთვის ცნობილი და ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოც და მშობლებიც თავის სიმაღლეზე უნდა დადგნენ.
"19 წლის გოგოს ავუგე წესი, ეს გოგო გარდაიცვალა "ბასიანზე", კლუბური ნარკოტიკით. ეს "ბასიანი" ჩვეულებრივი ჯოჯოხეთია. ეს გოგო მოკლეს, კი არ გარდაიცვალა. ასე კვდება ძალიან ბევრი ადამიანი და ამაზე არავინ საუბრობს. ეს ხომ მკვლელობაა ჩვეულებრივი. ამაზე საქმე არ აღძრულა, ამაზე არავის არაფერი გამოუძია. რატომ არავინ იძიებს, ვისია ეს "ბასიანი"? ვისია ეს აზარტული თამაშების ბიზნესი? რამდენი ადამიანი ნადგურდება, ისპობა. ამაზე ვინმე აკეთებს გადაცემებს? მშობლებს უნდა ვუთხრა, თქვენს შვილებს როგორ უშვებთ იქ. კვირა არ გავა, რომ ტაძარში ჩემთან 2 ადამიანი მაინც არ მომიყვანონ კლუბური ნარკოტიკებით ფსიქიკურად განადგურებული.