ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ხელფასის სახით, თვეში ნახევარ მილიონ ლარს იღებენ, რომელ სექტორში არიან დასაქმებულები და როგორია საქართველოში მინიმალური ხელფასი, ამ კითხვებით რაისა ლიპარტელიანს მივმართეთ
- დიახ, ახლა გვაწვდის ფინანსთა სამინისტრო მონაცემებს, სადაც ასევე გვაქვს გრადაცია, რამდენ ადამიანს აქვს 100-500 ლარამდე ხელფასი და მეტი. ამ კონტიგენტში 277 ადამიანის საერთო სახელფასო ფონდია მითითებული, საშუალოს თუ გამოვიყვანთ, გამოდის, ნახევარი მილიონი ლარი თვეში. მაგალითად, შარშან დეკემბრის მონაცემი რომ ვნახოთ, 493 ადამიანია, ვისაც თვეში 350 ათასი ლარი ჰქონდა საშუალო ხელფასი. ამ ციფრებში ძალიან საინტერესო სტატისტიკა ჩანს, ეს არის რეალურად იმის პასუხი, როდესაც ქვეყნდება მონაცემები, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და საშუალო ხელფასი იმატებს. რატომ ვერ გრძნობს ამას ხალხი და სინამდვილეში პასუხი არის ეს.
გუშინ ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა ამ თემაზე. ჩვენ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავით და იქ ვისაუბრე. თორემ იქამდე ქარდებიც დავდეთ ჩვენს გვერდზე, ვცდილობდით, რომ საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო.
შარშან ოქტომბერში მინიმალურ სახელფასო სარგოზე შევიტანეთ ინიციატივა, სადაც ფინანსური გათვლები გვაქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ არსებული სახელფასო ფონდები სამართლიანად და თანაბრად განაწილდება, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მინიმალური ხელფასის მომატების გამო კერძო ბიზნესსა თუ საჯარო სექტორს არ მოუწიოს დამატებითი ხარჯების გაღება.
- ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ სახელმწიფოს რა თქმა უნდა, ექნება ეს მონაცემები. ზოგადად, კერძო და საჯარო სექტორი პირობითია. როდესაც საჯაროს ვახსენებთ, ყველას წარმოუდგენია, რომ საუბარია მხოლოდ პარლამენტსა და მთავრობაზე. სინამდვილეში საბიუჯეტო უდიდესი სეგმენტია, მაგალითად რკინიგზა, ფოსტა, აქ დირექტორებს და მენეჯმენტის ნაწილს კოლოსალური ხელფასები აქვთ. იგივე ხდება აიპებში, სიპებში... იმის თქმა მინდა, რომ არ ნიშნავს იმას, რომ მარტო კერძო სექტორის არის ეს მონაცემები.
- არ არის გამორიცხული. იმიტომ რომ, რაც ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, ეს არ არის ბიზნესის შემოსავალი, ეს არის ფიზიკური პირის შემოსავალი და მაღალი ალბათობით, აქ ხვდებიან სწორედ ასეთი ადამიანები, ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სფეროში.
- ეს არის მთელი პრობლემა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს სახელფასო პოლიტიკის მექანიზმი. ეს გახლვათ: სახელფასო პოლიტიკა, მარეგულირებელი და ჩამკეტი მექანიზმები, რომლებიც არ მისცემს ბიზსნესს საშუალებას, დამსაქმებელს ჰქონდეს 200 და 300-ჯერ მეტი ხელფასი ვიდრე ქვედა რგოლს. ყოველთვის, როდესაც კრიზისები წარმოიქმნება, როგორც კოვიდის შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო აღრმავებს უთანასწორობას. ჩვენი ქვეყანა უთანასწორობის მაჩვენებლით ბოლო პოზიციაზეა, ამიტომ არ არის გასაკვირი.