ხშირად, როდესაც დიდი მოაზრონეების იდეებს ვეცნობით, როცა ისინი სიყვარულის, ჰუმანიზმის და სიკეთის შესახებ ქადაგებენ, ვფიქრობთ, რომ შესანიშნავი ადამიანები იყვნენ და ამ თემებზე თავიანთი პირადი გამოცდილებით საუბრობენ. თუმცა, ყველა შემთხვევაში ასე არ არის. დღეს მოგიყვებით დიდი ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავიანთ შვილებზე უარი თქვეს და ზოგჯერ სასიკვდილოდაც გაიმეტეს:
განმანათლებლობის ეპოქის ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა, მსოფლიოში ცნობილმა ფილოსოფოსმა, რომლის იდეებსაც ადამიანები დღემდე იზიარებენ, ჟან-ჟაკ რუსომ, 5 შვილი ბავშვთა სახლში იმ მიზნით მიაბარა, რომ ბავშვებს მისთვის მუშაობაში ხელი არ შეეშალათ. რუსოს შვილები ბავშვთა სახლში დაიღუპნენ, რადგანაც მე-18 საუკუნეში მსგავს დაწესებულებებში საშინელი პირობები იყო. სამაგიეროდ, დიდ განმანათლებელს ეს არ ადარდებდა. მან შექმნა ტრაქტატი აღზრდის შესახებ და ამ ნაშრომით დიდი აღიარება და დამსახურებული პედაგოგის წოდებაც მოიპოვა.
გამოჩენილმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, ჯორჯ გორდონ ბაირონმა, რომლის ნაწარმოებებმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო, საკუთარი უკანონო ქალიშვილი, 4 წლის ალეგრა თავიდან მოიშორა. მიუხედავად იმისა, რომ ბაირონს სასახლეში უამრავი მოსამსახურე ეხვია თავს და გოგონას აღზრდაში საერთოდ არ მოუწევდა თავის შეწუხება, თავის სუიახლოვესაც ვერ აიტანა გოგონა. "ჯოროვით ჯიუტი და ღოვით გაუმაძღარიაო" - ასე ამბობდა საკუთარ ქალიშვილზე და საბოლოოდ ის მონასტერში გააგზავნა. ბავშვს უცხო გარემოში განსაკუთრებით იტანჯებოდა და 6 წლის ასაკში, უცნობი ადამიანების გარემოცვაში, ტიფით გარდაიცვალა.
ალბერტ აინშტაინს მილევა მარიჩთან ოფიციალურ ქორწინებამდე ქალიშვილი, ლიზერალი შეეძინა. თუმცა, როგორც კი ბავშვი დაიბადა, ის გააშვილეს. ბავშვი მალევე დაავადების გამო გარდაიცვალა. აინშტაინს საკუთარი ქალიშვილი არასოდეს უნახავს. მეტიც, მას არ სურდა, რომ ლიზერალის შესახებ ვინმეს რაიმე გაეგო.
პოეტმა, მარინა ცვეტაევამაც საკუთარი შვილები ბავშვთა სახლში მიაბარა. მისი ქალიშვილი, ირინა, 3 წლის ასაკში შიმშილისა და ავადმყოფობით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ცვეტაევა საკუთარი თვალით ხედავდა, რა რთულ მდგომარეობაში იყვნენ მისი შვილები, თუმცა არაფერს აკეთებდა მათ გადასარჩენად. ის ქალიშვილის დაკრძალვასაც არ დასწრებია.
ცვეტაევა საკუთარი ქალიშვილის დაკრძალვას არ დაესწრო, თუმცა ძალიან სევდიანი ლექსი დაწერა.
ის თავს იმით იმართლებდა, რომ მისთვის რთული იყო, ეცხოვრა მოსკოვში ორ ბავშვთან ერთად და უარი ეთქვა სამსახურზე. ლექსების წერაც ძალიან რთული აღმოჩნდა - ბავშვები ყურადღებას, გამოკვებასა და მზრუნველობას მოითხოვდნენ...