სოციალური ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე წერილს აქვეყნებს, რომელიც მას სოციალურ ქსელში უცნობმა გოგონამ გაუგზავნა. თამუნა მუსერიძე ამ წერილს უცვლელად აქვეყნებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წერილი და მასში მოთხრობილი შემზარავი ამბავი წერილის ავტორს ეკუთვნის და არა მას.
"გამარჯობა თამუნაა. შენი პოსტი ვნახე გოგოზე, რომელიც მამამ გაუპატიურა და იმშობიარა. კომენტარებმა დამაინტერესა და გადავხედე. არვიცი, ამ ესემესს თუ ნახავ, მაგრამ გადავწყვიტე, მეთქვა და რადგან დღემდე ვერაფერს ვამბობ ღიად, შენს აუდიტორიას გადასცე ჩემი ისტორია.
ახლა 24 წლის ძლიერი და შემდგარი გოგო ვარ. რაც თავი მახსოვს, მამაჩემი ძალადობდა სისტემატურად ჩემზე, დედაჩემი ცემისგან სიკვდილის პირამდე მიუყვანია. ყოველ ჯერზე უკან ბრუნდებოდა, რადგან "ხალხი რას იტყვის"ის თაობა იყო. ალბათ 6-5 წლის ვიყავი, პირველი სექსუალური შეხება რომ მახსოვს და მის მერე ეს ინტენსიურად გრძელდებოდა. მაშინებდა, რომ დედაჩემისთვის არაფერი მეთქვა. დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ მასთან მარტო არ დავეტოვებინე, რადგან მეშინოდა, მაგრამ ვერ ვამბობდი იმ მიზეზს, რისიც მართლა მეშინოდა. მეგონა, რომ მე დამადანაშაულებდნენ და ის ყველაფერს უარყოფდა.
ერთ დღეს მთვრალი მოვიდა. დედაჩემი ცემა, გააგდო სახლიდან შუა ღამეს. ალბათ 7 წლის ვიყავი. მაიძულა, მასთან დავწოლილიყავი. ვემუდარებოდი, რომ არ მინდოდა ის, რასაც აკეთებდა მაგრამ არ ჩერდებოდა. მეზიზღებოდა. ბევრჯერ ვცადე მომეკლა 7 -8 წლის ბავშვს, მაგრამ მეშინოდა. დავისტრესე, ჩავიკეტე, დავკომპლექსდი. დღეში ასჯერ ვიბანდი, რომ ჭუჭყი ჩამომებანა. არავინ არსებობდა იმ წყეულ სოფელში ისეთი, ვინც გამიგებდა. ვიცოდი, ყველა მე დამადანაშაულებდა.13 წლის ვიყავი, რო ჩაძაღლდა და მას მერე ვცდილობ ჩემი თავის გამოყვანას. ყველაზე შემზარავი ამ ამბავში ის არის , რომ შემიყვარდა 3 წლის წინ ადამიანი. გადავწყვიტე მასთან ინტიმური კავშირი და მაშინ გავიგე, რომ ქალიშვილი აღარ ვიყავი. და ეს ყველაფერი იმ ნაძირალამ გააკეთა და იმ ხალხმა, ზუსტად ისეთმა ხალხმა, ვინც გიკომენტარებენ და გოგონას ლანძღავენ. უსუსურს, რომელიც ვერც კი იაზრებდა, ალბათ, როგორ მოქცეულიყო და მამაზე როგორ ეთქვა, რომ ეხებოდა" - ნათქვამია წერილში.