სულ უფრო მეტი ადამიანი შფოთავს ცნობილი რეპერის კანიეი უესტის ცოლის გამო, რომელიც უჩვეულო სამკაულივით ან ეგზოტიკური ცხოველივით ჰყავს გვერდით მის ქმარს. როგორც აღმოჩნდა, მისი მშობლები და მეგობრები ძალიან განიცდიან ბიანკა ცენზორის მდგომარეობას.
"მისი ოჯახი და მეგობრები ღელავენ, რადგან სულ უფრო მძიმდება სიტუაცია. ბიანკა ალბათ ვერ აცნობიერებს, რომ რითაც ის დადის, არა მხოლოდ საშინელებაა და ცუდ მაგალითს აძლევს სხვებს, არამედ პოტენციურად კანონსაც არღვევს", - ამბობს წყარო. მართლაც, ბიანკას უკვე რამდენჯერმე მისცეს შენიშვნა საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ფაქტობრივად შიშველი ჩნდება.
"ამ დროს კანიეის ხუთი ფენა სამოსი აცვია, ცოლი კი ნებისმიერ ამინდში შილიფად "ჩაცმულია" და იყინება. ერთ ლაბადასაც კი არ წამოახურავს, რომ გათბეს", - ამბობს წყარო.
მშობლების თქმით, ეს არ ჰგავს მათი შვილის ნორმალურ ქცევას და ფიქრობენ, რომ ის სერიოზული ზეწოლის ქვეშაა ან კანიეიმ რაღაც შესთავაზა სანაცვლოდ, რაკი ასე იქცევა. "როგორც ჩანს, მას აკონტროლებს, თუმცა საპასუხოდ აძლევს აქციებს და უფლებებს საკუთარ პროექტებში და ამით აკავებს თავისთან".
ბიანკას მშობლები, რომელთაც, სხვათა შორის, მაფიასთან აქვთ კავშირები, ამ რომანს თავიდანვე არ ემხრობოდნენ. თუნდაც იმიტომ, რომ ბიანკზე უესტმა 2022 წლის დეკემბერში იქორწინა, კიმ კარდაშიანთან დაშორებიდან ერთ თვეში და ისინი ფიქრობენ, რომ ბიანკა მან გამოიყენა. თანაც, როგორც ცნობილია, არა მარტო აცმევს პროვოკაციულად და აიძულებს, მანეკენივით დაჰყვებოდეს გვერდით, არამედ უკრძალავს სოციალური ქსელების გამოყენებას. ასევე ბიანკას აქვს მთელი რიგი წესებისა, რომლებიც უნდა შეასრულოს, კონკრეტული პროდუქტების ჩათვლით, რომლების მირთმევაც შეუძლია და სამოსის ჩათვლით, რომლის ჩაცმის უფლებაც აქვს.
...ბიანკა ავსტრალიაშია დაბადებული, მდიდარ ოჯახში. მელბურნის უნივერსიტეტში არქიტექტურის მაგისტრის ხარისხი მიიღო. სწავლის პარალელურად სულ მუშაობდა - სკოლის დამთავრებისთანავე შექმნა საიუველირო ბრენდი Nylons Jewellery. გარდა ამისა, ავსტრალიურ კომპანიებში სერიოზულ კარიერას იწყობდა. 2020 წელს გადავიდა ლოს-ანჯელესში და კომპანია Yeezy-ში დაიწყო დიზაინერად მუშაობა, რომელიც მაშინ უესტს ეკუთვნოდა.
იქვე გაიცნო მომავალი ქმარი და დაიწყო ურთიერთობა, რომელიც ძალიან სწრაფად დაგვირგვინდა ქორწინებით. ბიანკას ძალიან ამსგავსებდნენ კიმს და უამრავი ფოტო ვრცელდებოდა, სადაც ისინი მართლაც გვანან ერთმანეთს.
როგორც ამბობენ, სწორედ ამიტომ შეიჭრა თმა ბიანკამ და ქერადაც შეიღება.