როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები და დაისვენებენ თუ არა ბაღები - თარიღები - მშობლები

როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები და დაისვენებენ თუ არა ბაღები - თარიღები

2024-02-12 11:49:47+04:00

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება და ბავშვები ოფიციალურად უქმე დღეებში დაისვენებენ.

სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი ოფიციალური უქმე დღეები დარჩა:

  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისსაა. შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

თამარ იაკობაშვილი