მომღერალ ლელა წურწუმიას დაბადების დღე აქვს. ქართველი დივა 55 წლის გახდა. უამრავმა კოლეგამ, მეგობარმა თუ თაყვანისმცემელმა მიულოცა ეს დღე სოციალურ ქსელში. მათ შორის, ოჯახის წევრებმაც.
ქალიშვილმა მარიკომ ბავშვობის ფოტოთი, ფუმფულა დათუნიათი და ყვავილებით მიულოცა დედას დაბადების დღე. "ყველაფერი საუკეთესო შენთვის, დედა. მიყვარხარ... გილოცავ", - წერს მარიკო.
მეუღლემ კი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა ტექსტით: "HBD boss".
საღამოს ლელამ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა იუბილე და, რა თქმა უნდა, წვეულებას არ აკლდა სიმღერები.