ტელეწამყვანი ეკატერინე ფანგანი სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შემდეგ არაერთხელ გაჟღერებულ ფრაზას ეხმაურება: "წავიდა გედია მარიტასთან...".
"ჩემი მოკრძალებული აზრით, გედიას და მარიტას ურთიერთობის რომანტიზება რეალურ ცხოვრებაში (მიუხედავად ჩვენი ყველას სიყვარულისა ამ პერსონაჟების და, ზოგადად, ფილმის მიმართ), მიუღებელია. სოსო ჯაჭვლიანს მთელი ცხოვრება ჰყავდა არაჩვეულებრივი, ულამაზესი ცოლი ირმა, რომელთანაც ბედნიერი 31 წელიწადი განვლო.ვფიქრობ, წინადადება “გედია წავიდა თავის მარიტასთან”, ამ შემთხვევაში უადგილოა, როგორი გადატანითი მნიშვნელობითაც არ უნდა იყოს", - წერს ეკატერინე.
სოსო ჯაჭვლიანს დღეს გამოასვენებენ ქაშუეთის ეკლესიიდან.