სამი ჯადოსნური რიტუალი, რომლებიც 14 თებერვალს სიყვარულის მოსაზიდად ან არსებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად უნდა შეასრულოთ - მშობლები

სამი ჯადოსნური რიტუალი, რომლებიც 14 თებერვალს სიყვარულის მოსაზიდად ან არსებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად უნდა შეასრულოთ

2024-02-14 14:31:39+04:00

14 თებერვალი ყველა შეყვარებული ადამიანისათვის განსაკუთრებული დღეა. სიყვარულის დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ და წყვილები ერთმანეთს გრძნობებში კიდევ ერთხელ უტყდებიან. არიან ისეთებიც, რომლებიც ცხოვრების მეგზურს ჯერ ვერ შეხვდნენ, ან კიდევ არსებულ ურთიერთობაში აქვთ პრობლემები. ამიტომაც, ტაროლოგებმა 14 თებერვლისთვის 3 მნიშვნელოვანი რიტუალის შესახებ გაგვიზიარეს ინფორმაცია, რომლებიც სიყვარულის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

როგორც ტაროლოგები ამბობენ, თუკი გსურთ, ცხოვრების თანამგზავრს შეხვდეთ, ამ დღეს მნიშვნელოვანია, დრო სახლში, მშვიდად გაატაროთ და თქვენს გვერდით იდეალური მამაკაცი წარმოიდგინოთ. ეს კონკრეტული ადამიანი არ უნდა იყოს, არც მხატვარი და არც ვინმე, ვისაც იცნობთ, არამედ ექსკლუზიურად შექმნილი ყველა იმ თვისებისგან, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

4-1707906859.jpeg

გაიაზრეთ, როგორი მამაკაცი გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს. ფურცელზე ყველა პარამეტრი ჩამოწერეთ - ასაკი, სახის ნაკვთები, ფიგურა, ხასიათი, ბიოგრაფია. არ არის საჭირო სახელის დარქმევა. ზოგადი პარამეტრების მიხედვით იფიქრეთ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გონებაში იმის წარმოდგენას, რაც მართლა გსურთ, რომ განხორციელდეს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ სასურველ მამაკაცს შეხვდით, მასთან ერთად სუფრასთან ზიხართ და რომანტიკული ვახშამი გაქვთ. გონებაში წარმოიდგინეთ მისი ხმა, როგორ გამოიყურება, რა აცვია, თქვენ რას გრძნობთ ამ დროს და ასე შემდეგ. როგორც ტაროლოგები ამბობენ, გონებაში ვიზუალიზაცია გზას გიხსნით, რომ რეალურად მოხდეს ის, რაც გინდათ.

არსებობს მეორე ვარიანტი მათთვის, ვინც უკვე ურთიერთობაშია, მაგრამ კომუნიკაციის გაუმჯობესება სურთ.

7-1707906872.jpeg

"ამ დღეს სიტყვებს განსაკუთრებული ენერგია აქვს. ამიტომ, საყვარელ ადამიანებს კიდევ ერთხელ გამოუტყდით სიყვარულში. უთხარით, რომ თქვენთვის ბევრს ნიშნავს, რომ ბედნიერი ხართ მასთან ერთად. თქვენი ურთიერთობა ბევრად უფრო მყარი და ბედნიერი გახდება." - ამბობს ტაროლოგი.

კიდევ ერთი რიტუალი ხელს შეუწყობს იმ ადამიანების გაერთიანებას, რომელთა ურთიერთობაშიც სიცივე გაჩნდა. ტაროლოგების თქმით, საკვები ენერგიას შესანიშნავად გადასცემენ. ამიტომაც, ამ დღეს საყვარელი ადამიანისათვის რაიმე კერძი მოამზადეთ და მზადების პროცესში თქვით, რომ ის გიყვართ და ყველა კონფლიქტი და ჩხუბი წარსულში დარჩა. სასიყვარულო აფირმაციებს განსაკუთრებული ძალა აქვთ. აწმყო დროში უნდა თქვათ ის, რაც სამომავლოდ გინდათ, რომ გამოსწორდეს. მაგალითად, "ჩემს მეუღლესთან იდეალური ურთიერთობა მაქვს", "ჩვენი ურთიერთობა კონფლიქტებისგან შორსაა" და ასე შემდეგ.