14 თებერვალს ვალენტინობაა. ბევრი წყვილისთვის ეს კიდევ ერთი მიზეზია, სიყვარულის გამოსახატავად და დროის ერთად გასატარებლად. ცნობილმა ქართველმა წყვილებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ვალენტინობის საჩუქრების თუ ერთად გატარებული დღის ფოტოები.
"ბუშტებით დაიწყო ყველაფერი. ის დღე, როცა აკა გავიცანი, არასოდეს დამავიწყდება. ფილმებში რომ ხდება და გული გვიჩუყდება, ისეთი ისტორია გვაქვს..." - წერს თამუნა ვაშალომიძე.
ბუშტებისა და ყვავილების გარემოცვაში იყო თიკა ჯამბურია, რჩეულთან ერთად.
ერთად გაატარეს ეს დღე კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ.
ნოე სულაბერიძეს და ჯანეტ ქერდიყოშვილს ოჯახური ვალენტინობა ჰქონდათ.
თათია შარანგიამ მეუღლისა და შვილის საჩუქრები გაასაჯაროა.
ლიზა ჩიჩუას ირაკლი მაქაცარიამ ვარდების თაიგული მიართვა ვალენტინობას.