24 წლის დენალი ბრემერი მეგობრის, 19 წლის სინტია ჰოფმანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. პოლიციის განცხადებით, ბრემერმა მეგობრის მოკვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უცნობმა მამაკაცმა მკვლელობის ვიდეოს სანაცვლოდ 9 მილიონი დოლარი შესთავაზა. დანაშაული 2019 წელს მოხდა.
19 წლის ჰოფმანის ცხედარი ალასკაზე, მდინარე ეკლუტნას ნაპირზე იპოვეს. გოგონა თავში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრემენი ონლაინ ეურთიერთებოდა მამაკაცს, რომელიც ამტკიცებდა, რომ კანზასელი მილიონერი იყო და გოგონას ვიღაცის მოკვლისა და დანაშაულის სურათებისა და ვიდეოების გაგზავნისთვის 9 მილიონ დოლარს სთავაზობდა. პოლიციამ მამაკაცის ვინაობის დადგენა შეძლო - როგორც გაირკვა, ის 21 წლის დარინ შილმილერია.
სწორედ შილმილერის ბრძანებით, ბრემერმა, ოთხ სხვა მეგობართან ერთად, ჰოფმანი ტყეში მოტყუებით წაიყვანა. განაგრძეთ კითხვა