ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის წყვილი აქტუალობას არ კარგავს. 18 წლის შემდეგ ხელახლა დაწყებული ურთიერთობები და ქორწინება, თითქოს მშვიდი და წყნარი უნდა ყოფილიყო. თუმცა ბენის მუდამ უკმაყოფილო სახე და ჯეი ლოს ხშირი გაღიზიანება საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
ამბობენ, რომ ჯენიფერი ფიცხი და ეჭვიანია და ძალიან არ მოსწონს ბენის სიახლოვე ყოფილ ცოლთან, ჯენიფერ გარნერთან. ჯეი ლო ჯერ კიდევ 2000-იანებში ეჭვიანობდა ბენზე, როცა მათ პირველად ჰქონდათ მგზნებარე რომანი და ბენი წარმატების პიკზე იყო.
2022 წელს დაქორწინების შემდეგ წყვილს არაერთხელ ჰქონდა კონფლიქტი. როგორც ამბობენ, ბენი გარნერს ხშირად ხვდება და მასთან უფრო ხალისიანი სახეც აქვს. ჯეი ლოსთან ერთად კი სულ უკმაყოფილო სახით ჩნდება.
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, Today With Hoda and Jenna შოუზე სტუმრობისას წამყვანი დაინტერესდა, ეჭვიანობს თუ არა ჯეი ლო ბენის თაყვანისმცემლებზე, რომლებიც ხანდახან ზღვარს სცდებიან. ჯენიფერმა უპასუხა: "დიახ! აი, ახლაც კი. ჩემთან თამაშს არავის ვურჩევ!" ისიც დასძინა, რომ სიყვარულის ქალია და არა ბრძოლის, და არასდროს მოუწყვია ეჭვიანობის სცენები თაყვანისმცემლებისთვის, არამედ იქცეოდა "ელეგანტურად და ბრძნულად".
ბოლოდროინდელი კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც ასახელებენ, რომ ჯეი ლომ თავისი დოკუმენტური ფილმისთვის საფუძვლად აიღო სასიყვარულო წერილები, რომლებსაც ბენი 20 წლის წინ უწერდა, პირველი რომანის დროს. უფრო მეტიც, ჯენიფერმა წერილების შინაარსი გააცნო მთელ ჯგუფს და ახალი ალბომის თანაავტორებს. ამ დროს კი ბენისთვის ნებართვა არ უთხოვია და აფლეკი შოკირებულად და დამცირებულად გრძნობდა თავს.
ბენის თაყვანისმცემლების აზრით, ჯენიფერი ეგოისტი და მესაკუთრე ქალია. ბენიც იმიტომ არის სულ ცუდ ხასიათზე, რომ ჯეი ლოს მძიმე ხასიათი აქვს და ის ყველაფერზე წავა აღიარებისა და წარმატებისთვის.