ზაზა ფაჩულია ილია თოფურიას გულშემატკივართა შორის და მისი შვილის ცრემლები თოფურიას ბრძოლის შემდეგ (ვიდეო) - მშობლები

ზაზა ფაჩულია ილია თოფურიას გულშემატკივართა შორის და მისი შვილის ცრემლები თოფურიას ბრძოლის შემდეგ (ვიდეო)

2024-02-18 18:26:31+04:00

დღეს ილია თოფურიას გამარჯვებამ მთელი საქართველო გაახარა. ქართველ მებრძოლს აქტიურად გულშემატკივრობდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები, მათ შორის, გამოჩენილი ქართველი სპორტსმენები. ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ილია თოფურიას დიდი თაყვანისმცემელია. მან ფოტო გამოაქვეყნა ილიასთან და კიდევ ერთ, უცხოეთში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენთან გიგა ჭიკაძესთან.

428392902-948580493290052-4811329504880790108-n-1708266594.jpg

ამასობაში კი ზაზას ოჯახი სახლში ადევნებდა თვალს ბრძოლას და მისმა ვაჟმა ცრემლები ვერ შეიკავა თანამემამულის გამარჯვებისას.

ზაზა ფაჩულიას ოჯახური ახალი წელი ამერიკაში და შვილების მხიარული ცეკვა ქართულ სიმღერებზე