დღეს ილია თოფურიას გამარჯვებამ მთელი საქართველო გაახარა. ქართველ მებრძოლს აქტიურად გულშემატკივრობდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები, მათ შორის, გამოჩენილი ქართველი სპორტსმენები. ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ილია თოფურიას დიდი თაყვანისმცემელია. მან ფოტო გამოაქვეყნა ილიასთან და კიდევ ერთ, უცხოეთში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენთან გიგა ჭიკაძესთან.
ამასობაში კი ზაზას ოჯახი სახლში ადევნებდა თვალს ბრძოლას და მისმა ვაჟმა ცრემლები ვერ შეიკავა თანამემამულის გამარჯვებისას.